logo_geo
1952 წლის 7 ივნისს ორჰან ფამუქი დაიბადა
- +

7 ივნისი. 2017. 19:01



თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„1952 წლის 7 ივნისს სტამბოლში მცხოვრები მდიდარი ჩერქეზის ოჯახში დაიბადა პირველი თურქი ნობელიანტი მწერალი (2006) და მრავალი ნაციონალური და საერთაშორისო პრემიის ლაურეატი ორჰან ფამუქი. მისი ნაწარმოებები თარგმნილია 50-ზე მეტ ენაზე. ფამუქი ცნობილია თავისი სამოქალაქო პოზიციით სომხების გენოციდის და თურქეთში ქურთების დისკრიმინაციის მიმართ, რაც განსხვავდება თურქეთის ოფიციალური ხელისუფლების პოზიციისგან. 2005 წელს თურქეთის ხელსიფლებამ ფამუქს სასამართლოში უჩივლა, შვეიცარიული ჟურნალისთვის მიცემული ინტერვიუს გამო, სადაც ის ამბობდა, რომ თურქეთში 30 000 ქურთი და 1 მილიონი სომეხი მოაკვდინეს. 2006 წელს თურქეთმა სარჩელი უკან გაიწვია და მხოლოდ ჯარიმით შემოიფარგლა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვით გიუნტერ გრასს, უმბერტო ეკოს, გაბრიელ გარსია მარკესს, ჯონ აპდაიკს და მარიო ვარგას ლიოსას, რომლებმაც ხელი მოაწერეს ფამუქის მხარდამჭერ განცხადებაზე. ფამუქს ზოგი მამაც ადამიანად მიიჩნევს, ბევრი კი სამშობლოს მოღალატეს უწოდებს. ფაქტია, რომ 1915 წელს თურქეთში მომხდარ მოვლენებს ფამუქმა ტაბუ მოხსნა.

 

მტყუან-მართალი ღმერთმა განსაჯოს.

 

2007 წლიდან ორჰან ფამუქი არის კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი.

 

მისი ცნობილი ნაწარმოებებია „მდუმარე სახლი", „თეთრი კოშკი", „შავი წიგნი", „მე მქვია წითელი", „თოვლი", „ახალი ცხოვრება", "უცხო ქალი"...

 

2014 წელს ორჰან ფამუქი საქართველოს ეწვია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალიან მოსწონს ჩვენი ქვეყანა... შეკითხვაზე, ვინ არიან მისი საყვარელი მწერლები, ფამუქმა ამაყად დაასახელა ტოლსტოი, დოსტოევსკი და... არცერთი ქართველი. ეგ მაგის პრობლემაა და არა ქართველი დიდოსტატების. ტოჟე მნე ფამუქ...

 

მიუხედავად „გაბრაზებისა", ორჰანს ვულოცავ დაბადების დღეს და ბევრი ქართული პოეტური თუ პროზაული შედევრის წაკითხვას ვუსურვებ. ვოტ!!!" - წერს თეა ფირცხალავა.



 

big_banner
არქივი