logo_geo
1848 წლის 7 ივნისს ფრანგი ფერმწერი, მოქანდაკე და გრაფიკოსი პოლ გოგენი დაიბადა
- +

7 ივნისი. 2017. 19:27



თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„1848 წლის 7 ივნისს პარიზში დაბადებულა უდიდესი ფრანგი ფერმწერი, მოქანდაკე და გრაფიკოსი პოლ გოგენი. დედა მდიდარი კრეოლების ოჯახიდან იყო, პერუდან, სადაც გოგენი 7 წლამდე ცხოვრობდა და ბავშვობიდან მეხსიერებაში ჩაებეჭდა ინკური კულტურა, იქაური ფერები, ტანსაცმელი, ეკზოტიკა... მამის სიკვდილის შემდეგ საფრანგეთში დასახლდა. გავიდა ხანი... და გოგენი დაქორწინდა და შვილებიც ეყოლა. მერე პეიზაჟების ხატვა დაიწყო და პისარო, დეგა და სხვა იმპრესიონისტები გაიცნო. ბევრი იმოგზაურა, მაგრამ ცივილიზაციაში „გემო" ვერ ჰპოვა... ეკზოტიკური ბუნება უხმობდა და...

 

1801 წელს კუნძულ ტაიტიზე გაემგზავრა. იქ ახლიდან დაქორწინდა 13 წლის ტაიტელ ლამაზმანზე და შვილებიც „დაამატა". ჰოდა, „ახალი ენერგიით" შეუდგა ხატვასაც. უამრავი ტილო დაწერა, რომელთა უმრავლესობაზე ულამაზესი ცოლი - ტეხურა გოგენი აღბეჭდა. იქვე იმუშავა ჟურნალისტადაც, მაგრამ შვება ვერც ოჯახსა და შვილებში ნახა და ვერც სხვა „საქმეებში"... ყველაფერი ერთად უტევდა: სიღატაკე. დეპრესია, კეთრი, სიფილისი... თვითმკვლელობის მცდელობაც ჰქონდა... რატომ? იმიტომ, რომ მისი ქმნილებები თითქმის არავის უნდოდა...

 

1903 წელს ეკზოტიკის მოყვარული გოგენი ეკზოტიკურ ტაიტიზე „ეკზოტიკურად" მოკვდა. მისმა შედევრებმა მხოლოდ სიკვდილის შემდეგ ჰპოვეს აღიარება, როდესაც 1906 წელს პარიზში გამოიფინა გოგენის 200-ზე მეტი შედევრი. დღემდე გაყიდული ნახატებიდან ყველაზე ძვირადღირებულია „ქორწილი როდისაა?" თავად გოგენი კი მის საუკეთესო ნამუშევრად მიიჩნევდა მართლაც და შედევრს - „და შენ ეჭვიანობ?"

 

პოლ გოგენი დაკრძალულია ტაიტის კუნძულებზე - ქ. ატუონაში, სადაც მან სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა", - წერს თეა ფირცხალავა.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი