logo_geo
ოთარ ჩრდილელი: არსად გაიშვა თქვენი შერჩევითი „ჭურნალისტიკა“!
- +

8 ივნისი. 2017. 17:01



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„26 მაისს რატომ არ გააკეთეთ მოწამვლის იმიტაცია-პერფორმანსი?!

 

7 ნოემბერს - ხელკეტი რატომ არ გადაიმტვრიეთ თავზე - პერფორმანსის სახით მაინც?!

 

სულიკო ასათიანისა და ნიკა კვინტრაძესავით, რატომ არ დაირტყით სტუდიაში დაბალი ძაბვა მაინც - პერფორმანსის სახით?!

 

შერჩევითი „ჭურნალისტიკა" არ გაიშვა, ხელისუფლებას უნდა ჯანსაღი კრიტიკა და არა ყალბი პათოსით გაჟღერებული, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ნაცურ-მომაბეზრებელი, იაფფასიანი ტაკიმასხარაობა...

 

გულდასაწყვეტია, თუ ვინმე თქვენზე სწორებას აკეთებს, როგორც ჟურნალისტებზე. თქვენნაირებზე მაო ამბობდა: „როცა მთებში ვეფხვი არ არის, მეფე - მაიმუნი ხდება", - წერს ჩრდილელი. 


 

big_banner
არქივი