logo_geo
1837 წლის 8 ივნისს დაბადებულა უდიდესი რუსი ფერმწერი ივან კრამსკოი
- +

8 ივნისი. 2017. 17:48



თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„1837 წლის 8 ივნისს დაბადებულა უდიდესი რუსი ფერმწერი ივან კრამსკოი. რეტუშით დაიწყო, შემდეგ ხატწერაზე გადავიდა და პეტერბურგის სამხატვრო აკადემია დაამთავრა.

 

1860-66 წლებში კრამსკოიმ მოხატა მოსკოვის მაცხოვრის ტაძარი და შექმნა 50-მდე ფრესკა. 1931 წელს ტაძარი ქალაქის რეკონსტრუქციას შეეწირა და მხატვრობაც განადგურდა. კრამსკოის მიერ დაწერილი ხატები დაცულია მრავალ სინოდალურ ტაძარში. გავიდა ხანი და კრამსკოიმ პირველმა დაამკვიდრა „პერედვიჟნიკების" ცნება რუსულ ფერწერაში და შექმნა მათი საზოგადოება. რელიგიური თემატიკის მიუხედავად, კრამსკოი ითვლება რუსულ ფერწერაში რეალისტური მიმართულების ფუძემდებლად. იგი ხატავდა ბევრს, მათ შორის პორტრეტებს. სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას და იყო ილია რეპინის და სხვა დიდი მხატვრების მასწავლებელი.

 

კრამსკოიმ შექმნა არაერთი შედევრი, მ/შ ბიბლიურ მოსეზე და მაცხოვარზე. მასვე ეკუთვნის ყველაზე ცნობილი ტილო „უცნობი ქალი", რომელსაც მომდევნო სტატუსში გაგაცნობთ.

 

ივან კრამსკოი გარდაიცვალა 1887 წელს, აორტის ანევრიზმით. იგი მუშაობის პროცესში გარდაიცვალა. მხატვარი ჯერ სმოლენსკში დაკრძალეს, 1939 წელს კი ალექსანდრე ნეველის ლავრის ტიხვინის სასაფლაოზე გადაასვენეს.

 

გთავაზობთ კრამსკოის სხვადასხვა პერიოდის შედევრების გამოფენას", - წერს თეა ფირცხალავა.

Description: Image may contain: indoor

 

 

Description: Image may contain: 1 person

 

 

Description: Image may contain: 3 people, outdoor

 

 

Description: Image may contain: 1 person, indoor

 

 

Description: Image may contain: one or more people

 

 

Description: Image may contain: one or more people, people standing and outdoor

 

 

Description: Image may contain: 1 person, standing

 

 

Description: Image may contain: one or more people and people sitting

 

 

Description: Image may contain: one or more people and outdoor

 

 

Description: Image may contain: 2 people

 

 

Description: Image may contain: 1 person

 

 

Description: Image may contain: 1 person, beard

 

 

Description: Image may contain: plant, tree, outdoor and nature

 

 

Description: Image may contain: 1 person

 

 

 

 

 

big_banner
არქივი