logo_geo
მანანა ვაზაგაშვილი: ეს იყო წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა მხოლოდ და მხოლოდ შურისძიების მიზნით!
- +

8 ივნისი. 2017. 19:10



იური ვაზაგაშვილის და მანანა ვაზაგაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ნამდვილად ასე იყო და ასეც იცოდა იურიმაც, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა მხოლოდ და მხოლოდ შურისძიების მიზნით, რაც არაერთმა მოწმემ დაადასტურა როგორც წინასწარ გამოძიებაში, ისე სასამართლო პროცესზე. რომ არაფერი ვთქვათ მოწმეთა ჩვენებებზე, კადრებიდან თვალნათლივ ჩანს, რომ მანქანიდან არავის უსვრია, არსებობს მტკიცებულება, სადაც უკანა საქარე მინა მთლიანია. საქმის გაყალბების მერე კი - უკვე ამომტვრეული. მანქანის ბოძზე შეჯახების მერე ბიჭები გათიშულები იყვნენ და აღარ წარმოადგენდნენ „საშიშროებას", მაგრამ სვავებივით დაესივნენ და უმოწყალოდ ჩახოცეს, შემდეგ კი საკონტროლო ტყვია დაახალეს. მანქანას სულ 100-ზე მეტი ტყვია აქვს მოხვედრილი. ნუთუ, არ შეიძლებოდა, თავიდან აცილებულიყო ეს მკვლელობა, თუ დამნაშავეები იყვნენ დაეპატიმრებინათ, როდის და ვინ მიიღო ასეთი კანონი, ქუჩაში ჩაცხრილვა!", - წერს ვაზაგაშვილი.

 

http://infonet.ge/?lang=geo&read=1810  




 

big_banner
არქივი