logo_geo
გიორგი უძილაური: პოლიციელებმა სცადეს შებღალული „მუნდირის დაცვა“!
- +

10 ივნისი. 2017. 20:52


 

„მე არ მინდა ქართულ პოლიციას ერქვას „ძაღლობა" და აღიქვამდნენ როგორც „ძაღლებს". ამისთვის საჭიროა, პოლიცია იყოს სანიმუშო თავისი ქცევით, ოპერატიულობით, სამართლიანობითა და სისუფთავით", - ამის შესახებ ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში წერს.

 

„რაც მოხდა, ყველამ იცის, აღარ გავიმეორებ ისტორიას. ამ ნაჯალათარ საზოგადოებაში სავსებით ლოგიკურია რა შტაბეჭდილებაც დარჩა: კლიპზე გაბრაზებულმა პოლიციელებმა სცადეს შებღალული „მუნდირის დაცვა" (სხვაგვარად ვერ ახსნი ამ რეპერების დაჭერას საეჭვო დროსა და გარემოებაში) „პოლიციის მუნდირი" უნდა დაიცვან არა ვიღაც, თუნდაც კაიფარიკი რეპერების დაჭერით, არამედ შსს-დან კომუნო-ეძიკისტურ-მიშისტურ- ჯალათური ელემენტების გაფერთხვით. სწორედ ამ ყალიბებში ჩამოსმული ტვინისა და კრეატივის დონეს მოაფიქრდებოდა ეს ბრიყვული გეგმა.

 

რაღაც სულელური ლეგენდაა, თითქოს ამ, „გრაჟდანებში" ჩაცმულ და ქამარში პისტოლეტ გაყრილ უზრდელ რემბოებს შემცვლელი არ ეყოლებათ და მათ გარეშე კრიმინალი გაიჯეჯილებს. უამრავი ნიჭიერი და პატრიტი ახალგაზრდაა, ვისაც სხვა მასზე ქვემდგომად არ მიაჩნია და, ვისთვისაც „მუნდირის დაცვად" ვენდეტები კი არა, კეთილსინდისიერი მუშაობა და პროფესიონალიზმი მიაჩნიათ.

 

მშვენიერი დრო და საბაბია შსს-ში ახალი კადრების მისასვლელად, ამას უნდა მხოლოდ ნება... და როცა მთელი საქართველო დაინახავს, რომ შიდაწმენდებით შსს სათანადოდ იცავს მუნდირის ღირსებას, მაშინ ამ მუნდირს მთელი საზოგადოება გაუფრთხილდება და მას ვერანაირი მაიმუნობა კლიპები ჩირქს ვერ შესცხებს. დღეს, ჩირქის კერა სამინისტროში ჩარჩენილი სულით ჯალათი „ძაღლები" არიან", - წერს უძილაური. 


 

big_banner
არქივი