logo_geo
ლეკა მენაბდიშვილი „ნაციონალებს“: თქვენს ჯინაზე ბატონი ბიძინა კიდევ დიდხანს იქნება ჯანმრთელად!
- +

19 ივნისი. 2017. 02:23


 

ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ლეკა მენაბდიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„არ მინდოდა დაჯერება, რომ ნაცებისთვის არაფერი წმინდა არ არსებობს... მაინც მეგონა, რომ რაღაც ადამიანური შემორჩენილი ჰქონდათ, თუმცა გუშინ მივხვდი, რომ მათი სული გაჟღენთილია ღვარძლით, ბოღმით, სიძულვილით, სიბოროტით, კაცთმოძულეობით...

 

იმდენად ამაზრზენ კომენტარებს წერდნენ რომ შეუძლებელია მათ ადარდებდეთ ვინმე საკუთარი თავის გარდა, გამორიცხულია ადამიანს რომელიც ასეთ ღვარძლს და ბოღმას ატარებს თუნდაც საკუთარი შვილი უყვარდეს...

 

მტერსაც კი არ ვუსურვებ სიკვდილს, არავის დედამიწის ზურგზე, თუმცა არსებობენ „ადამიანები" რომლებიც შეცდომით მიეკუთვნებიან ადამიანებს... #ეგარისთქვენისახე...

 

და მაინც, „გაგახარებთ" და გეტყვით რომ თქვენს ჯინაზე ბატონი ბიძინა კიდევ ძალიან დიდხანს და ჯანმრთელად იქნება, იქნება და დაგაგლიჯავთ ნერვებს ყველას ვისაც ადამიანური არაფერი გაქვთ, ვისაც ქვეყანა არ გადარდებთ" , - წერს მენაბდიშვილი. 


 

big_banner
არქივი