logo_geo
ირმა ინაშვილი: კუნძული შეიძინონ სადმე, ავსტრალიისკენ, საქართველოდან შორს...
- +

20 ივნისი. 2017. 11:21




საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:


„თუ არ ვცდები, ბოკერიამ (შესაძლოა, სხვა „ნაციონალი" იყო) პარლამენტის სხდომაზე საკუთარ თავს სრულიად ახალი კომპლიმენტი აღმოუცენა: დიახ, ჩვენ ვართ ნამდვილი პატრიოტებიო... სხვას არც ველოდით. „ნაცების" აღქმა, თუ რა არის პატრიოტიზმი, ჩვენ 2004-2012 წლებში ვნახეთ. ესაა მიწის დათმობა, ომში მიწაზე ხოხვა, ადამიანთა მოკვლა-წამება, უარი ეროვნებაზე, სქესზე, რწმენასა და სამშობლოზე, - აი, ესაა „ნამდვილი პატრიოტიზმი", ხოლო ურაპატრიოტიზმია შენი მიწის დაცვა, მწამებლებისა და სადისტების მხილება, რწმენის ურყევობა, სქესის პატივისცემა და სამშობლოს სიყვარული. არ გამიკვირდება, ნაცმოძრაობის მარჯვენა ფრთამ - „ევროპულმა საქართველომ" მალე სახელწოდებაც შეიცვალოს და „ევროპულად მგზნებარე პატრიოტები" დაირქვას. ხელისუფლება რომ როგორმე დაიბრუნონ, ეს ანთებული „მამულიშვილები" პლასტიკურ ოპერაციასაც ჩაიტარებდნენ და შეიცვლიდნენ ჰაბიტუსებს... იმ იმედით, რომ ხალხი ვეღარ იცნობს და ხმას მისცემს. ვინაიდან ეს განუხორციელებელი, უტოპიური მიზანია, „ევროპულად მგზნებარე პატრიოტებს" მარტივ, არაუტოპიურ, განხორციელებად იდეას ვთავაზობ: ბიუჯეტიდან კი აქვთ მითვისებულ- მოპარული მრავალი მილიონი, ჰოდა, კუნძული შეიძინონ სადმე, ავსტრალიისკენ, საქართველოდან შორს და იქ ააშენონ ოთხი „არა"-ს საზოგადოება: არა - სქესს, არა - რწმენას, არა - ეროვნებას, არა - სამშობლოს. პლასტიკური ოპერაციაც აღარ დასჭირდებათ... თორემ, საქართველოს ხელისუფლებაში მათი დაბრუნების შანსი - 1-ია", - წერს ირმა ინაშვილი.




 

big_banner
არქივი