logo_geo
თამარ ჩერგოლეიშვილი: ეს სილიკონის ცრემლები რა უბედურება იყო?
- +

20 ივნისი. 2017. 13:57



„ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციოალურ ქსელში ზაალ უდუმაშვილის პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილებას ეხმიანება:


„რამდენიმე სიტყვა ზაალ უდუმაშვილის კანდიდატობაზედ:

 

1) ზაალი ახლა გავიცანი კარგად - ძალიან ნორმალური შეხედულებების (ბევრი საერთო გამოვნახეთ), გონიერი ადამიანია.

 

2) გარდა იმისა, რომ პოლიტიკა არ აინტერესებს, არც პოლიტიკოსისთვის საჭირო ენერგია, ენთუზიაზმი, ინტერესი და ინიციატივა გააჩნია - ნებისმიერისთვის სასურველი ოპონენტია.

 

3) მისი ნომინირებით უდიდესი დარტყმა მიადგა „რუსთავს", ამას ჯერ ნათლად ვერ ვხედავთ, მალე დავინახავთ.

 

4) „ნაციონალურ მოძრაობას" პარტიული რესურსი აღარ გააჩნია.

 

5) ეს სილიკონის ცრემლები რა უბედურება იყო? პოლიტიკური კარიერის ტირილით დაწყება რა სპორტია?" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.




 

big_banner
არქივი