logo_geo
თეა ფირცხალავა: ბევრი მას „ცივი“ შესახედაობით აფასებს და არა სამსახიობო მონაცემებით, რაც არასწორია!
- +

20 ივნისი. 2017. 21:10



თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„1967 წლის 20 ივნისს ჰონოლულუში დაიბადა პირველი ავსტრალიელი ოსკაროსანი, 4-ჯერ „ოქროს გლობუსის", „ვერცხლის დათვის" და კიდევ მრავალი უმაღლესი კინოპრემიის მფლობელი მსახიობი ნიკოლ კიდმანი.

 

„ოსკარი" მიიღო ქალის, კერძოდ ვირჯინია ვულფის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „საათები" (2002). ნიკოლის შესრულებული ყველა როლი მომწონს, რადგან ძალიან ზუსტად გადმოსცემს პერსონაჟის სახეს...

 

ჩემთვის ნიკოლ კიდმანი დიდი მსახიობია... ბევრი მას „ცივი" შესახედაობით აფასებს და არა სამსახიობო მონაცემებით, რაც არასწორია. მე საოცრად მომწონს მის მიერ შექმნილი სახეები. გავიხსენოთ ლარს ფონ ტრიერის „დოგვილი", ან „შელახული რეპუტაცია" - ენტონი ჰოპკინსთან ერთად, ან ენტონი მენგელლას „ცივი მთა" - რენე ზელვეგერთან და ჯუდ ლოუსთან ერთად, ან „მშვიდობისმოყვარე" - ჯორჯ კლუნისთან ერთად, ან „მულენ რუჟი" - იუენ მაკგრეგორთან ერთად, „ბილლი ბათგეითი" - დასტინ ჰოფმანთან ერთად და მრავალი სხვა.

 

ვულოცავ დიდ მსახიობს და მრავალ წარმატებულ პროექტს ვუსურვებ!

 

Happy Birthday to one of the most talented and successful movie-stars ever, Nicole Kidman!" - წერს თეა ფირცხალავა. 


 

big_banner
არქივი