logo_geo
ნანა ჩარკვიანი: ყოველ დილას მაძლევდა მოტივაციას - ვისაც საშუალება გაქვთ, მიდით, მიეფერეთ მამებს!
- +

22 ივნისი. 2017. 00:24



მუსიკოსის ირაკლი ჩარკვიანის, შვილი, ნანა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:



„ჩემ ყველაზე ბედნიერ წამებში, ან თუნდაც ყველაზე ბნელ მომენტებში, იყო რაღაც, რასაც სულ ჩემთან ახლოს ვგრძნობდი და მასწავლიდა, რომ ყველაფრისთვის სხვა თვალით შემეხედა. არასდროს შემპარვია ეჭვი მის არსებობაში. იგი ყოველ დილას მაძლევდა მოტივაციას, რომ ვყოფილიყავი ბედნიერი და მართალი საკუთარ თავთან და ყოველ საღამოს მაძლევდა სტიმულს შემდეგი დღისთვის. მე ვგრძნობდი უსაზღვრო სიყვარულს , რომელიც მეხმარებოდა და დღემდე მეხმარება გამოვძრწო ჩემი თავი, გავაკეთო სწორი არჩევანი. სულ ახლახანს გავაცნობიერე, რომ ეს არც მეტი, არც ნაკლები- მამაჩემია. ალბათ სწორად ეს არის მშობლის როლი, მითუმეტეს მამის, რომ შენ არასდროს დაგაკლდეს სითბო და იგრძნო, რომ არის ადამიანი, ვინც ბოლომდე შენიანია. ვისაც საშუალება გაქვთ, მიდით, მიეფერეთ მამებს და მიულოცეთ მამის დღე!", - წერს ჩარკვიანი.


 

 

 

big_banner
არქივი