logo_geo
„სააკაშვილის რეჟიმმა ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული ეკონომიკური აზროვნების კუთხით ჩაიდინა”
- +

2 დეკემბერი. 2016. 00:57


 

პარლამენტის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„დღევანდელ ეკონომიურ ანალიზებს რომ ვკითხულობ - და ყველა ექსპერტი როგორ გახდა ძალიან მიკვირს - ისე მგონია გვავიწყდება ადამიანის უფლებების უგულველყოფის, საზოგადოების დაჩმორების და ტერიტორიების დაკარგვის გარდა, რომ ერთერთი უმძიმესი დანაშაული სააკაშვილის რეჟიმისა სწორედ ეკონომიკის მიმართ და ეკონომიურ აზროვნების კუთხით ჩაიდინა. აქ საუბარი არაა მხოლოდ ბიზნესის დატერორებაზე და ფაქტობრივად ბიზნესისთვის თავისუფალ გარემოს მოსპობაზე (რა თავისუფალ ბაზარზე გველაპარაკებიან ?), მხედველობაში მაქვს ასევე დიდი დანაშაული : დამკვიდრდება იმ აზრის რომ ნებისმიერი სახელმწიფო გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობის აღება ეკონომიურ და ფინანსურ დარგში უდრის თავისუფალ ბაზრის თამაშის წესების დარღვევას და მის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აღქმული უნდა იყოს.

 

ამ დროს დავიწყებულია მართვის ასევე საკრალური წესი, რომ ხელისუფლება არსებობს იმისათვის რომ დაიცვას თავისი უკიდურეს დღეში მყოფი (და არა მხოლოდ ისინი) მოქალაქეები, და ეს არ ნიშნავს სოციალისტურ მიდგომას. ეს ბალანსი თავისუფალ ბაზრის მოთხოვნების , და აუცილებელი სოლიდარობის კომპონენტთა შორის, არს ის ოქროს საზომი რომელსაც ეძებს მთელი ევროპა და რომელიც უნდა მოვიპოვოთ, თუ გვინდა ერი და სახელმწიფო არსებობდეს როგორც ასეთი!!!! ეს არის სწორედ ის, რაც უნდა გავითვალისწინოთ როცა ვსმჯელობთ იმ თუ ამ გადაწყვეტილებაზე. და არა ის აბსურდული წინადადებები რაც ზოგ „კომპეტენტურ" პირებისგან მესმის : „მე რატომ უნდა გადავიხადო სხვისი აღებული სესხი", ან სხვა ამდაგვარი..

 

სხვა არის რომ სესხების ნაწილობრივ ლარიზაცია უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ვიდრე ფინანსურ კრიზისის მოგვარების ინსტრუმენტი და ლარის სტაბილიზაციას სხვა კომპლექსური მიდგომა სჭირდება.

 

და კიდევ სახელმწიფოებრივი კუთხით, რომელსაც აწვებიან ზოგი , სრულიად მიუღებლად მიმაჩნია, რომ ლარში არ იყოს გამოხატული ყველა ფასები. ეს იქნება აქაური მომსახურებისა (მაგალითად კერძო სასწავლო დაწესებულებს რატომ ეძლევათ საშუალება რომ სწავლის საფასური იყოს მიბმული დოლარის კურსზე და ამდენად ცვალებადი, როცა გაცემული ხელფასები თუ სხვა მათი დანახარჯი ლარზე იწერება) თუ იმპორტის შემთხვევაში.

 

რატომ უნდა იყოს მისაღები ოფიციალურად დოლარის კურსზე მიბმა ფასების (ზოგ მაღაზიაში ლარის მაგივრად ასეთი ერთეული არის გამოყენებული) ... იმპორტიორი იმის არის რომ თავისთავზე აიღოს სწორედ კურსის შეცვლის ნაწილობრივი რისკი... ხან იგებს და ხან აგებს ოღონდ ურისკო ბიზნესი სადაც ყველა ცვლილება მხოლოდ მყიდველის ჯიბეზე აისახება და არა თვით იმპორტიორის მოგებაზე გაუმართლებელია... ქვეყანა რომელიც არ იცავს ელემენტარულ წესს, რომ თავის ეროვნულ ვალუტაზე ხდებოდეს კონტრაქტების გაფორმება (ბინების ყიდვის თუ გაქირავების) თავის თავს პატივს არ სცემს... და მხოლოდ ბანკების დაწესებულ თამაშით თამაში როდისღა ითვლებოდა როგორც თავისუფალ ბაზრის სამაგალითო ფორმა?",- წერს ზურაბიშვილი. 


 

 

 

big_banner
არქივი