logo_geo
ქეთი ხოსიტაშვილი: ჩვენ, ამ სამყაროს სიკეთეების დანახვა და მადლიერების გამოხატვა ხშირად გვავიწყდება...
- +

28 ივნისი. 2017. 12:32


 


საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას" მთავარი რედაქტორი ქეთი ხოსიტაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რეგიონიდან თბილისში ვბრუნდებოდი გუშინ. გავიფიქრე, მოსაწყენია-თქო მარტო მგზავრობა. გომის გადასახვევს რომ გავცდი, გზაზე მგზავრი შევნიშნე, გავუჩერე. თბილისში მოდიოდა. ბერი ტიმოთე ვარო, გამეცნო. ერისკაცობაში ფიზიკის პედაგოგი ყოფილა, სკოლაში ასწავლიდა. ძალიან დაღლილი, მშვიდი და ღრმა ჩანდა. გზად ვისაუბრეთ ღმერთზე, ადამიანებზე, ბუნებაზე, დამახინჯებულ ტრადიციებზე, „მოდურ" მარხვაზე, დედაქალაქის ქაოსურ მშენებლობებზე, საგზაო წესების დამრღვევ მძღოლებზე, ფუტკრის და თაფლის სარგებლობაზე... ყველაფერზე, რაც გარშემო გვაქვს და ვიცით. მერე სიყვარულზე და უსიყვარულობაზე მესაუბრა და გულისტკივილით თქვა: რამდენ დროსაც დღეს ადამიანები მატერიალურ კეთილდღეობასა და საკუთარ გარეგნობაზე ხარჯავენ, იმის მეასედი სულიერ სამყაროს რომ დაუთმონ, გაცილებით ბედნიერები იქნებოდნენო. სიყვარული კი უპირველესად საკუთარი თავის უნდა ვისწავლოთო...

 

აბა, როგორ არ დავეთანხმო, რა მნიშვნელობა აქვს აღმსარებლობას. ეს არის ის, რაც ადამიანებს დღეს ყველაზე მეტად გვაკლია... და კიდევ, კმაყოფილებას არა აქვს საზომი და ჩვენ ამ სამყაროს სიკეთეების დანახვა და მადლიერების გამოხატვა ხშირად გვავიწყდება.

 

არადა, ესეც ხომ ვიცით...

 

ბერმა ტიმოთემ დამლოცა და წავიდა", - წერს ხოსიტაშვილი.


 

big_banner
არქივი