logo_geo
თეა პერტაია: 18 წლის გარდაიცვალა... ნარიყალას ტაძრის ეზოში დაკრძალეს...
- +

30 ივნისი. 2017. 22:44



საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღანელი თეა პერტაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

 

„წლების წინ მისმა ბოლო ლექსმა, „რეკვიემმა" ეკლესიისკენ მიმაბრუნა...

 

ჰო, მოვედი დათას დაკრძალვიდან და როგორც არასდროს, მომინდა ტაძარში წასვლა...

 

18 წლის გარდაიცვალა... მასში იყო სისუფთავე და ამავდროულად, დიდი ძალა... სამყაროს აღქმის დიდი და იდუმალი ძალა...

 

ნარიყალას ტაძრის ეზოში დაკრძალეს...

 

ასე დაიბადა ასაკით პატარა, მაგრამ სულით ხანდაზმული პოეტი ჭაღარა ლექსებით...

დათა გულუა...

 

P.S. დღეს კიდევ ერთხელ მოვუსმინე მის პოეზიას და მან კიდევ ერთხელ შეგვახსენა: „თქვენ ისევ ყოფის ბორბლებს დასდევთ ლურჯ ბილიკებზე"... სამწუხაროდ..." - წერს პერტაია. 


 

big_banner
არქივი