logo_geo
თეა ფირცხალავა: თქმულებები ტყუილად და ჰაერზე არასოდეს იქმნებოდა...
- +

1 ივლისი. 2017. 16:01



ჩემებურადდავალაგებ" და მოკლედ გაგაცნობთ ჟურნალისტ იგორ ობოლენსკის მოგონებას ორი გენიალური პოეტის - პაოლო იაშვილისა და სერგეი ესენინის თბილისურ თავგადასავალზე", - წერს თეა ფირცხალავა facebook"-გვერდზე.

 

 

1924 . სერგეი ესენინი მეორედ ეწვიაკავკასიის პარიზს" - თბილისს, სადაც ბევრი მეგობარი ჰყავდა, მათ შორის პაოლო იაშვილი. განწყობა კარგი ჰქონდა, იცოდა, რომ მის პოეზიას იცნობდნენ და თარგმნიდნენ კიდეც. თავადაც გადაწყვიტა თანამოკალმეთა ლექსების თარგმნა. თბილისში შეხვდა საქართველოს ერთ-ერთ უსაყვარლეს პოეტს - პაოლო იაშვილს. ერთ დღესაც მთაწმინდაზე ავიდნენ და როგორც ნებისმიერ რუს სტუმარს, მითუფრო პოეტს შეშვენის, ალექსანდრე გრიბოედოვის საფლავი მოინახულეს. იქედან მამადავითის სახელობის მონასტერში მივიდნენ და პაოლომ ესენინს ერთ ძველ თქმულებაზე უამბო: თუ წყაროდან კენჭს ამოიღებ და ტაძრის კარს მიადებ, რამდენი ხანიც ქვის გაჩერებას შეძლებ, იმდენ წელს იცოცხლებო. ესენინს მაშინვე ამოუღია კენჭი, ტაძრის კარებისთვის მიუდევს და ის იყო უთქვამსერთი", რომ კენჭი ხელიდან დასხლტომია... სიცილით უკითხავს, რა გამოდის, რომ ერთი წლის სიცოცხლეღა დამრჩაო?! პაოლოს უპასუხია, მოიცა კაცო, რას ამბობ, მოდი, ერთი მეც ვცდიო... მერე ქვა აუღია და მასაც მიუდევს ტაძრის კარებისთვის. ესენინს დაუწყია თვლა და როგორც კი წარმოუთქვამს ციფრი 13, კენჭი პაოლოსაც გავარდნია ხელიდან. ესენინს უთქვამს, გამოდის, მე მომავალ წელს მოვკვდები, შენ კი 1937 წელსო... პაოლოს ჩაუღიამია, აგერ ნახავ, სხვა დროს ქვას მანამ დავიჭერ, სანამ 100- არ დავთლი და ახლა კი წავიდეთ და ღვინო დავლიოთო.

წამოსულან და თბილისის ერთ-ერთ დუქანში შესულან. იმდენად შეზარხოშებულან, რომ ხაშში პაოლოს კეპიც კი ჩაუხარშავთ (ამაზე მოგვიანებით ესენინი ტიციანისთვის მიწერილ წერილშიც წერდა).

მოკლედ, დუქნიდან გამოსვლისას ესენინის ყურადღება ქუჩის მომღერალს მიუპყრია. პაოლოსთვის უკითხავს, რაზე მღერისო... პაოლოს უპასუხია, ბიბლიაზე მღერის, ოღონდ თავისი სიტყვებითო. ბიბლიას თავისი სიტყვებით როგორ მღერისო, გაოცებულა ესენინი, ასეთი რამ მხოლოდ აქ შეიძლება მოხდესო.

ესენინი საქართველოში 1925 წლის ზამთრამდე დარჩენილა. მერე პაოლოსა და ტიციანისთვის უთქვამს, ახლა ცოტა ხნით მოსკოვსა და პიტერში წავალ, საქმეებს მოვაგვარებ და მალევე დავბრუნდებიო. ვინაიდან ესენინი ნადირობის ტრფიალი იყო, დამშვიდობებისას პაოლოს თავისი სანადირო თოფის ჩუქება განუზრახავს, მაგრამ პოეტს უარი უთქვამს და პირობა მიუცია, რომ შემდეგ ჯერზე ჩემი სანადირო თოფით ჩამოვალ თბილისშიო. რუსეთში ჩასულს თოფი მართლაც შეუძენია, მაგრამ თბილისში ვეღარ ჩამოსულა... 1925 წელს პეტერბურგის სასტუმროანგლეტერში" სერგეი ესენინი მკვდარი იპოვეს. სამწუხაროდკენჭის" წინასწარმეტყველება პაოლოსაც აუხდა. 13 წლის შემდეგ, 1937 წელს, პოეტი სიცოცხლეს სწორედ იმ თოფით დაემშვიდობა, რომლის ჩუქებაც ესენინისთვის უნდოდა.

ერთს დავამატებ, თქმულებები ტყუილად და ჰაერზე არასოდეს იქმნებოდა... და ეს ჭეშმარიტება კენჭზე შექმნილი თქმულებითაც დადასტურდა...", - წერს ფირცხალავა.


 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი