logo_geo
გია გაბრიჭიძე: ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!
- +

1 ივლისი. 2017. 17:05


ზუსტად არ ვიცი რა და როგორ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ჩვენ გვაქვს ძალა და ეს ყველას უნდა ვაჩვენოთ" - წერს ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.


ნათლიმამაში" მაიკლ კორლეონე თავის სიძეს, კარლოს ეუბნება ასეთ ფრაზას: - შენ ჩემს ინტელექტს შეურაცხყოფო.

 

ადრე მეცინებოდა ამ ფრაზაზე. როგორ შეიძლება ვინმემ თავისი ტყუილით შეურაცხყოფა მიაყენოს ჩემს ინტელექტს? უბრალოდ არ მივაქცევ ყურადღებას და ვიფიქრებ შილერივით: - მე ჰერცოგს მოწყალებას არ ვთხოვ, მას აქვს ფული და უნდა მარჩინოს.

 

სამწუხაროდ, გუშინ, ერთ ჩემს მეგობართან საუბრის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ჩემს არცერთ შეფასებაში მთლად მართალი არ ვიყავი და როცა კარგად დავფიქრდი, მივხვდი, რომ ჩემი სოციალურად აქტიური მეგობრების დიდი უმრავლესობაც ჩემს მდგომარეობაში იმყოფება.

 

სოციალური ქსელი იძლევა ძალიან დიდ შესაძლებლობებს, რომ გამოვხატოთ ჩვენი აზრი, ვიცინოთ, გავაკრიტიკოთ ისპოლიტიკოსები", „ჟურნალისტები", „შოუმენები", „მწერლები", თუმომღერლები" (არ ჩამოვთვლი, რადგანაც მიუხედავად იმისა, რომ სია არც ისე დიდია, მეშინია რომელიმე არ გამომრჩეს. პრინციპში თქვენც კარგად იცით), რომლებიც ჩვენს ინტელექტს მართლაც რომ შეურაცხყოფას აყენებენ და მიუხედავად ჩვენი რეაქციისა, მაინც აგრძელებენვარსკვლავობას".

 

აგრძელებენვარსკვლავობას", პოლიცმეისტერ შანაევის მიერ მრავალგზის დაჩინჩლული მეძავივით ტრაბახობენ, რითაც ყოველდღე შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს ინტელექს და გადაკეტილი აქვთ ის გზები, რომლითაცჰერცოგი ჩვენამდე უნდა მოვიდეს" (ცხადია რომ, „რჩენაში" ვგულისხმობ არა უსაქმურად წოლაში და იდეების ფრქვევაში ფულის მოცემას, არამედ იმ საქმისთვის გზის გახსნას რაც ვიცით და გვეხერხება. რაც პირველ რიგში ქვეყანას გამოადგება და ამით ჩვენც კარგად ვიქნებით).

 

როდესაც დავაკვირდი ჩვენი დაშანაევის მეძავების" „ურთიერთობას", დავინახე რომ საკმაოდ სერიოზული ბრძოლა მიდის. ვებრძვით ერთმანეთს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოსტები, მოსაზრებები, კრიტიკა, თუ ირონია ხარისხით ბევრად აღემატებაიმათი ბრძოლის ხარისხს", თავი გამარჯვებულად მაინცადამაინც ვერ ვიგრძენი და რაღაც შემთხვევებში პირიქითაც.

 

არ ვიცი რამდენად მართალი ვარ, მაგრამ მიზეზი ის მგონია, რომ ჩვენ მხოლოდ .. წერტილოვან დარტყმებს ვაყენებთ. ისინი კი ამა თუ იმ თემის მიმართ ფორსირებულად იბრძვიან.

 

დიახ, მათ აქვთ წვდომა ტელევიზიებზე, აქვთ წვდომა დასავლეთზე, აქვთ წვდომა ფინანსებზე, აქვთ წვდომა საკმაოდ სერიოზულ პიარზე, მაგრამ არა აქვთ ის, რაც ჩვენ გვაქვს: - ჯანსაღი ამბიცია!

 

მათი ნებისმიერი ქიჩმაჩი მხოლოდ და მხოლოდ ჯიბეზე გადის. მაგრამ, მათ აქვთ ერთიანობა, რითიც ჩვენ მაინცადამაინც ვერ დავიკვეხნით.

 

ჰო, ჩვენი პლიუსი ასევე არის ის, რომ ჩვენი მართვა შეუძლებელია და ხანდახან რადიკალურად არ ვეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ, ეს ერთერთი ყველაზე ძლიერი თვისებაა.

 

ზუსტად არ ვიცი რა და როგორ უნდა გავაკეთოთ. არ ვიცი, მაგრამ იმას კი ვხვდები, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და ისიც ვიცი, რომ ჩვენ გვაქვს ძალა და ეს ყველას უნდა ვაჩვენოთ.

 

არ მაქვს იმის ილუზია, რომ დამყარდება იდილია, ცხვარი და მგელი ერთად მოძოვენ, ცხადია დარჩებიან ისეთებიც რომლებიც ვერ გამოჩნდებიან, მაგრამ ...

 

უნდა მოვიფიქროთ რამე! აუცილებლად უნდა მოვიფიქროთ!" - წერს გაბრიჭიძე.






 

big_banner
არქივი