logo_geo
ირმა სტეფნაძე: CT-Park მარტო ფულის საკეთებლად ხართ?!
- +

1 ივლისი. 2017. 18:49


ირმა სტეფნაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„CT პარკის" 2 ცალი 10 ლარიანი ჯარიმა (2016 წელს გამოწერილი), რომელიც მიუტანიათ 2-ჯერ ჩემი რეგისტრაციის მისამართზე, არ ჩაიბარეს იმ მიზეზით, რომ იქ არ ვცხოვრობ. „CT პარკის" მიერვე დადგენილი წესით, 2-ჯერ არჩაბარებული ჯარიმა ითვლება ჩაბარებულად (?!), შესაბამისად, ჯარიმა გადაეცა აღსრულების ბიუროს, რომელიც ამასობაში გადაიქცა 2-ჯერ 192 ლარად. დამიყადაღეს ანგარიშები. ასევე, დააყადაღეს უცხოეთში მყოფი ჩემი შვილის ბარათიც. აღსრულების ეროვნული ბიურო - ერთხელ მაინც რომ გააფრთხილოთ ადამიანი, სანამ მსგავს გზას მიმართავთ, არ შეიძლება? საქართველოს ბანკი • Bank of Georgia - ანგარიშებს რომ მიყადაღებთ მე, ჩემი შვილის ბარათები რა შუაშია? ან ინტერნეტ ბანკში, ან მესიჯად რომ შემატყობინოთ, რომ ანგარიშები დაყადაღებულია, ძნელი გასაკეთებელია, თუ მომხმარებელს პატივს სცემთ? კიდევ უნდა დავრჩე თქვენს კლიენტად ამის შემდეგ? CT-Park Office, Tbilisi  - პარკინგები მოაწესრიგეთ, მარტო ფულის საკეთებლად ხართ? სადმე წადით, დაგუგლეთ, როგორია პარკინგები ნორმალურ ქვეყნებში. რაში ვიხდი ფულს, თეთრი წყვეტილი ხაზების გავლებაში მარტო?

 

მთელი დღე მოვუნდი ამ ყველაფრის გარკვევას ისეა გასაიდუმლოებული ეს ყველაფერი!

 

P.S ამის გამო ვერ მოიჭრა კომუნალური გადასახადი და ყაზტრანსგაზი მირეკავს, თუ 5 წუთში არ გადაიხდი, გაზს ჩავჭრითო.

 

ჯოჯოხეთში მოვხვდი მგონი..." - წერს ირმა სტეფნაძე.





 

big_banner
არქივი