logo_geo
გელა ზედელაშვილი: სად და რატომ უნდა გაქცეულიყო ბიძინა ივანიშვილი?!
- +

2 ივლისი. 2017. 02:48



ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„გაფარჩაკებული „ნაცების" ახალი სლოგანი:


„ბიძინამ მოხია, გაიქცა, საქართველო თავისუფალია"!

 

ეს წინასაარჩევნო სლოგანია. მეტი ვეღარაფერი მოიგონეს. ჯერ ჭორები დაყარეს, ინსულტიო, ამან არ გაამართლა, ეხლა ბოდავენ, გაიქცაო, მოხიაო, „ქართული ოცნება" მიატოვაო. წინააღმდეგობაში ვარდებიან, როდის იყო, ინსულტიანი ადამიანი გარბოდა? ამას აღარ უყურებენ, ამათ ხალხი ჰგონიათ ჭკუანაკლული, სინამდვილეში კი თვითონ ურიკინებენ. ეგეთი არაფერი მინახავს, ადამიანი თვითონ იყოს დებილი და ყველა დებილი ეგონოს. პრინციპში, ეს მაგათი „სტრატეგიაა", რომელმაც გაამართლა 2003-2004 წლებში, სწორედ ამ მეთოდით ჩაიგდეს ძალაუფლება ხელში სირთაოზებმა. ამიტომაც დამკვიდრდა ჩვენში გამოთქმა: ეს ჩვენ ვართ დეგენერატები, თორემ ეგენი ჭკვიანები არიან! თუ სიტუაციას ჩავუღრმავდებით, თითქოს ასეც გამოდის, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ გაგვაცურეს, მოგვატყუეს, ჩვენი გულწრფელობა გამოიყენეს. და კიდევ ის გამოიყენეს, რომ ძალიან გვინდოდა უკეთესი ქვეყნის აშენება!

 

ჰოდა, ესენი ეხლაც ცდილობენ ჩვენს მოტყუებას, აღარ გამოსდით, იოლად იშიფრებიან და ამიტომაც გამოიყურებიან დეგენერატებად. გამოიყურებიან კი არა, ესენი პიტალო სირები არიან... აბა, ჯერ ჭორებს ავრცელებ, კაცს ინსულტმა დაარტყაო, ოინი არ გაგდის და ეხლა იძახი, გაიქცაო? როდესაც რამეს იგონებ (ინფორმაციული ომის თვალსაზრისით), ცრუ ინფორმაცია, მინიმუმ, უნდა პასუხობდეს 4 კითხვას: რა, სად, როდის, რატომ? არა, ამ კითხვებს ნებისმიერი ინფორმაცია უნდა პასუხობდეს, მაგრამ როცა ავანტიურაზე მიდიხარ გებელსის მეთოდებით, ძალიან ფრთხილად უნდა იყო (ქართული საზოგადოება უკვე ძალიან კრიტიკული და ცნობისმოყვარეა).

 

ფარჩაკი „ნაციონალები" და მათი იდეოლოგები ბოლო ერთ თვეში ორჯერ გაიჭედნენ ზედიზედ: როცა ხალხმა ინსულტის ამბავი არ დაიჯერა, დაიწყეს მეორე რაუნდი - გაიქცა! კი, მაგრამ აქვე იბადება კითხვები - რატომ გაიქცა, სად გაიქცა? პოლიტიკურ სიტუაციას თუ გადავხედავთ (დაკვირვებაც არაა საჭირო), მივხვდებით, რომ ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად არ აქვს გასაქცევად საქმე. ვაღიაროთ, ე.წ. ოპოზიციური სპექტრი ბოლომდეა ჩასვრილ-ჩახდილი. ვისაც აქამდე პრეტენზიები ჰქონდა და თითქოს ვარსკვლავებს ეთამაშებოდა, ყველა მიჩმორებულია. რა, გვარები დაგისახელოთ? არც ეგაა პრობლემა: ირაკლი ალასანია, „რესპუბლიკური პარტია" თავის ლიდერებიანად, პაატა ბურჭულაძე თავის უჭურ-პუჭურებიანად... აღარაფერს ვამბობ ქარდავებზე, მარდავებზე და „ჩვენ თვითონებზე", ევროპელებად რომ მოაქვთ თავი. თავად ხედავთ გახლეჩილ „ნაცმოძრაობას", ცალ მხარეს ვითომ ევროპელები რომ არიან და დემორალიზებულ გიგილოს რომ აყბედებენ უაზროდ. ჰო, დარჩა კიდევ ერთი - ნინო ბურჯანაძე, რომელსაც პოლიტიკური პულსიც კი აღარ ესინჯება. ამიხსენით, რატომ უნდა გაიქცეს ამ ფონზე ბიძინა ივანიშვილი, ვისი ეშინია, იქნებ მიხა სააკაშვილისა, რომელიც უკვე დაშლილებშია ჩასაბარებელი? ვინმე და რამე ემუქრება ივანიშვილს? არც არავინ და არც არაფერი! ვერ დავიჯერებ, რომ ამას ვერ ხვდებიან „ნაცმოძრაობაში", უთუოდ ხვდებიან და ამიტომაც ებღაუჭებიან თავიანთივე უვიცობას, ამიტომაც ბოდიალობენ და ჰგონიათ, ვინმე მათ ბოდიალს დაიჯერებს. ეს გახლავთ ამ ადამიანების საბოლოო ჩაფლავების პროცესი!

 

დაბოლოს, დავსვამ რამდენიმე შეკითხვას და თავად მიხვდებით, რა სისულელესთან გვაქვს საქმე: „ნაცები" იძახიან, ადგილობრივი არჩევნები იქნება გადამწყვეტი, რათა დავამარცხოთ ივანიშვილის მმართველობაო. თქვე უბედურებო, საპარლამენტო არჩევნების წინაც ასე ლაპარაკობდით, მაგრამ უმრავლესობა აგახიეს, თუ იქ ვერ მოიგეთ, თუ იქ პირწმინდად წააგეთ, ადგილობრივით როგორ უნდა დაამარცხოთ, ეს ხომ გამორიცხულია? ადგილობრივი არჩევნები (რომც მოიგოთ) ხომ არ არის იმ დონისა, რომ ხელისუფლება შეცვალოთ, ვის ატყუებთ, ვის დაჰკარგვიხართ? მეორე - თბილისის მერის თანამდებობას მოვიგებთ და საქართველოს მომავალს შევცვლითო, ესეც ხომ აბსურდია? არ არსებობს, მაგრამ რომც მოიგოთ, ვისით ცვლით საქართველოს მომავალს, ზაალ უდუმაშვილით, ერთი გამოშტერებული ვითომ ჟურნალისტით? ისე, სიმართლე თქვა ბაკურ სვანიძემ, თუ უდუმაშვილი ჟურნალისტია, მაშინ გვაჩვენეთ მისი დაწერილი ერთი სტატია მაინც. ამ ადამიანს პიარიც კი სასაცილო აქვს:

 

„სუფთა გული, სუფთა ხელები, პატიოსანი, უბრალო, უმწიკვლო, მშრომელი, გამოცდილი"...

 

ბარემ ისიც დაამატეთ, რომ ის არის ყველაზე მაგარი ჟურნალისტი ვეტერინარებში და ყველაზე მაგარი ვეტერინარი ჟურნალისტებში!" - წერს ზედელაშვილი. 


 

 

 

big_banner
არქივი