logo_geo
მამუკა სალუქვაძე: ეს ალბომი ჩემი და ჩემთვის საპატივცემულო ადამიანების კიდევ ერთი საჩუქარია თბილისს...
- +

2 ნოემბერი. 2023. 10:00

 

 

არქიტექტორი მამუკა სალუქვაძე ალბომის „თბილისური რეტროსპექტივა“ გამოცემის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ეს ალბომი ჩემი და ჩემთვის საპატივცემულო ადამიანების კიდევ ერთი საჩუქარია თბილისს... ეს არის დიდი ხნის ჩანაფიქრის რეალიზება, რის გამოც უსაზღვროდ ბედნიერი ვარ... ეს არის უნიკალური ალბომი, სადაც პირველად, ჩვენი ქალაქის ისტორიაში, ერთ გამოცემაში თავი მოვუყარეთ საქართველოს მუზეუმებსა და საცავებში დაცულ, ქალაქის  პრაქტიკულად ყველა ისტორიულ გეგმას, ვახუშტი ბაგრატიონიდან დღემდე... ეს ჩვენი საჩუქარია სპეციალისტებს: ხელოვნებათმცოდნეებს, ურბანისტებს, არქიტექტორებს, ქალაქმგეგმარებლებს, ისტორიკოსებს და ა.შ... ჯერ მხოლოდ პირველი რედაქცია, ჯერ მხოლოდ საცდელი (სატესტო) გამოცემა, ჯერ მხოლოდ ძალიან მცირე ტირაჟი, თუმცა, დიდი იმედი იმისა, რომ ალბომი საზოგადოების მოწონებას დაიმსახურებს და მოგვეცემა სტიმული, უახლოეს ხანში, დავიწყოთ მუშაობა მეორე რედაქციაზე და „თბილისური რეტროსპექტივით“ დავაკმაყოფილოთ ყველა მსურველი.

 

ეს გამოცემა კვლავაც ჩანაფიქრად დარჩებოდა, რომ არა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და სასიკეთო საქმეების უანგარო მკეთებელი, ჩემი მეგობარი და ალბომის თანაავტორი მირიან ხოსიტაშვილი. უდიდესი მადლობა გამოცემის რედაქტორს, ჩემთვის უაღრესად საპატივცემულო მარიკა დარჩიას, დიზაინერს ნესტან მაღალაშვილს  და ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელს ლოლა სანაიას. დიდი მადლობა თბილისის მერიას თანადაფინანსებისათვის. დიდი მადლობა ყველას, ვინც მცირედი მონაწილეობა მაინც მიიღო იმაში, რომ ამგვარი ალბომის გამოცემა შესაძლებელი გამხდარიყო“, - წერს მამუკა სალუქვაძე.

 

big_banner
არქივი