logo_geo
გია გაბრიჭიძე: ბანკების გაუმაძღრობა უნდა აილაგმოს!
- +

2 დეკემბერი. 2016. 19:56



საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის შემოსავლები, ძირითადად, ვალების ნაწილობრივ გასტუმრებას, ან გადავადებას ხმარდება", - ამის შესახებ ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე Facebook-ზე წერს.


რამდენი ადამიანიც არ უნდა დასაქმდეს, მათი ხელფასები არ იქნება მათი, ან მათი ახლობლების (არ არსებობს საქართველოში ადამიანი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, რომელიც თუ შესაძლებლობა აქვს, ახლობელს ხელი არ გაუმართოს) ვალების დაფარვისთვის სამყოფი. ამ შემთხვევაში ვამბობ სიტყვა "დაფარვას" და არ ვგულისხმობ ერთი თვის ხელფასიდან ვალის სრულად გასტუმრებას.

 

ადამიანი, რომელმაც იცის, რომ ნაშრომი მთლიანად ეკარგება, ვალს იხდის, მაგრამ არაფერი აკლდება, ვერაფერს კარგს ვერ შექმნის. მისი შრომა არ იქნება შედეგის მომტანი.

 

პირველ რიგში, აუცილებელია ბანკების გაუმაძღრობის ალაგმვა და სასეხსო ხელშეკრულებების ფორმების ევროპული სტანდარტების შესაბამისად დახვეწა, და მეორე, რაც ასევე აუცილებელია, ვალების გონივრული ვადით გაყინვა, რათა მოსახლეობას ამოსუნთქვის და რეალური შრომის საშუალება მიეცეს.

 

სხვა შემთხვევაში ახალი საწარმოები, სამუშაო ადგილები დ.ა.შ., იგივეა, რაც საცრით წყლის მოტანა", - წერს გაბრიჭიძე.


 

big_banner
არქივი