logo_geo
ნიკოლოზ მჟავანაძე: მათი ადგილი არა მედიაში, არამედ ციხეშია
- +

6 ივლისი. 2017. 00:39


 

„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„როცა პოლიტიკური პარტია თუ სექტა „გირჩი"

 

1. შეურაცხყოფს დედა-ეკლესიას გასაბერი ეკლესიებით, ეპისკოპოსებისა და მღვდლების დანიშვნით.

 

2. შეურაცხყოფს წმინდანებს, რის დასტურად მათი განცხადებებიც კმარა წმინდა ილია მართლის შესახებ.

 

3. ნარკოტიკების მოხმარების პროპაგანდითა და მომავალი თაობის საფრთხეში ჩაგდებით.

 

4. ეროვნული ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლით.

 

5. ქართული მიწების გასხვისების ლობირებით.

 

ამ ყველაფრის ფონზე, ძვირფასო მედიასაშუალებებო, რატომ უწევთ თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეებს და სამშობლოს გამყიდველებს რეკლამირებას და პროპაგანდას. მათი ადგილი არა მედიაში, არამედ ციხეშია. ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა სამშობლოს გამყიდველებს სათანადო პასუხს გასცემდა", - წერს მჯავანაძე.




 

big_banner
არქივი