logo_geo
ცოტნე გამსახურდია: თავისუფლად შეეძლო უცხოეთში უზრუნველი ცხოვრების აწყობა, მაგრამ, ბოლშევიკებთან ბრძოლა არჩია...
- +

6 ივლისი. 2017. 01:29


 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია ბაბუის, კონსტანტინე გამსახურდიას შესახებ წერს:

 

„მამაჩემისგან გამიგონია, კონსტანტინე ამბობდა: ვისაც საქართველო უნდოდა ენახა, ეს 1921 წლამდე უნდა გაეკეთებინაო. მუდამ კუშტი, უხასიათო, დიდი სევდისა და ნაღველის მატარებელი კაცი იყო. თავისი თვალით იმდენი ნახა და ყურით გაიგო, საქართველოს სახელმწიფოს შექმნის ერთ-ერთი მონაწილე და დაცემის მომსწრე იყო... ნახა უცხვირპირო, თავხედი, ნაბიჭვარი ქართველი კომკავშირლები, რომელთა ხელითაც აქ სული და აზრი ჩაკლეს და ნახა ხრუშჩოვჩინასა და ბრეჟნევის აღზევებული „გრუზინობაც". სწორედ ისინი, დღეს რომ მავანი ბრიყვი მისტირის და „მამების თაობას" უწოდებს, ქურდობის, კორუფციის და 37 მანეთად ფრენის იდეალების მსახურებს...

 

ხანჯალივით კაცი იყოო, ამბობდა ირაკლი აბაშიძე. უხიაგი, უხეში და კოპებშეკრული მუდამ. ქვების შეგროვების სტადიაში მყოფი მსროლელი, რომელმაც გაიარა ის, რის შეცვლაც არ შეეძლო. ამ დაგროვილი ენერგიის გადაცემას მხოლოდ კალმის წვერისთვის ახერხებდა...

 

ვინც არ იცის, მას თავისუფლად შეეძლო უცხოეთში უზრუნველი ცხოვრების აწყობა, მილიონერი ევროპელი მაგნატების სასურველი სასიძოც გახლდათ. მაგრამ, ბოლშევიკებთან ბრძოლა არჩია. იყო სიკვდილმისჯილთა საკანი და რამოდენიმე წელი სოლოვკაში, რაც ისედაც უდრიდა სიკვდილს. უზარმაზარი რეგენერაციის, აღდგენის უნარი ჰქონდა და ამან გადაარჩინა. ოთხმოც წელს გადაცილებულს, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ჭრილობები რამოდენიმე დღეში უხორცდებოდა თურმე...

 

ეს სიტყვები, სურათთან ერთად გამომიგზავნა სერგო ზაქარიაძის შვილიშვილმა:

 

სერგო ზაქარიაძე კონსტანტინე გამსახურდიაზე - „რაიმე ვითარებას შეუძლია წაიყვანოს იგი შენგან შორს, წლებით თუ მაძილით, და ამ დროს ის ხდება სევდიანი. გცილდებათ თქვენ, ჩაკეტავს თავის რაღაც მიჯნას და ტრიალებს იქ მარტო.

 

სრულიად დარწმუნებული ვარ, ჯერ არ ჰყოლია ისეთი მეგობარი ან სისხლით ნათესავი, რომელსაც კონსტანტინე ამ მიჯნის იქეთ გაიყოლებს, და თანხლების ნებას მისცემს.

 

ამ თავის სამყაროში აუცილებელად მარტოა სულით და გარეგანი მისი გამოსახულება თქვენთან რჩება, როგორც უსულო საგანი, ნივთი.

 

თავად არ არის ისეთი, როგორადაც გვეხატება. ეს მისი საბურველია - მასკა და მანტია. როდესაც ის თავის სამყაროში მარტო ცურავს, ეს მანტია მიჯნის აქეთ აქვს დადებული კიარა, დაგდებული..."

 

 

 

 

 

big_banner
არქივი