logo_geo
დავით კალანდია: „ნამდვილი თბილისელობა არის, რომ მთელ ხელფასს პირველსავე დღეს რესტორანში დაამღერებ“
- +

5 იანვარი. 2019. 01:53

 

სოციალურ ქსელში პუბლიცისტი დავით კალანდია 1976 წლის ფილმზე „ნამდვილ თბილისელზე“ წერს:

 

ახლა ვუყურე 1976 წლის ქართულ ფილმს "ნამდვილი თბილისელი". გახსოვთ ალბათ, 16 ნოველა, ვითომ "თბილისური" ისტორიები, ძალიან მიამიტი ფილმი.
უმიამიტესი.
ახლა მის გარჩევას არ დავიწყებ, მხოლოდ ბოლო ნოველაზე ვიტყვი ორიოდ სიტყვას, რომელსაც ასევე ჰქვია "ნამდვილი თბილისელი".
სიუჟეტი:
გურამ ლორთქიფანიძის გმირი ზის სტადიონზე, უყურებს "დინამო"-"არარატის" თამაშს, მის წინ ორი ერევნელი სომეხი ზის, უყურებენ, ბალეშიკობენ, ლორთქიფანიძეს ეკამათებიან.
ფეხბურთი მთავრდება, ლორთქიფანიძის გმირს ის ორი სომეხი რესტორანში მიყავს, გზად ერთ რუს კაცსაც სტაცებენ ხელს. მერე მიდის გრიალი და დროის ტარება, გვიან საღამოს სულ ხვევნა-პროშნით გამოემშვიდობება ლორთქიფანიძის გმირი თავის ახლადშეძენილ მეგობრებს, მიდის სახლში, წვება, იძინებს.
დილით პორტფელს იღებს. მეზობელთან დააკაკუნებს, მანეთიანს ესესხება.
მეზობელი ეკითხება, კი მაგრამ, გუშინ არ გქონდაო ხელფასი?
ამას ტკბილად ეცინება, გამოართმევს რკინის მანეთიანს და მიდის სამსახურში
ანუ, მომავალ ხელფასამდე, რომელსაც იმ დროს ორ კვირაში ერთხელ იძლეოდნენ, მას აქვს ერთი მანეთი და დიდი გული.
და ეს არის ნამდვილი თბილისელი!
ნადვილი თბილისელობა არის, რომ მთელ ხელფასს პირველსავე დღეს რესტორანში დაამღერებ პირველ შემხვედრ უცნობებთან!
მერე, მანეთიანით დადიხარ საყვარელ ქუჩებში და ხარ ბედნიერი!
ჩამოასხით!“,- წერს კალანდია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი