logo_geo
„მე ვბერდები და თოვს, მარიამო!“ - საშა გველესიანი
- +

15 დეკემბერი. 2017. 11:12

 

მე ეს ქალაქი მიყვარდა ადრე

/მარიამს/


ფოთლების 
შუქი, თბილი და ხმელი, 
ტკივილიც, 
უნდა, ზოგჯერ იამო,
მოდი, მაჯაზე დამადე ხელი,
მე ვბერდები და თოვს, მარიამო.
მორცხვად ქრებიან ძველი
დარები,
ჩვენც, სხვა ქალაქში ვიყავით
მაშინ,
გესმის ზარები? - ჯართს
იბარებენ
და ვერცხლის ხმაა ფიფქების ხმაში...
ერთნახევარი პალატი, 
ბნელი,
გიორგობისთვის ნელი 
ღალატი 
და დეკემბერი, დალმატინელი,
შავ-თეთრ ხალებით, 
ძალის-ძალათი, 
ლამის 
მარტამდე გამომეტიროს,
მოთოვს? - ითოვოს, ოღონდ
- არტიოს,
კარს ღიას ვტოვებ, მოვა 
ღმერთი, რომ,
თავის მოკვლაც კი,
არ მაპატიოს, 
და სიკვდილშიც ვარ ერთხელ
ნამყოფი, 
ვცნობ ხვალეს,
მერეს, უფრო მერესაც,
ტკივილს ვერ გიყოფ, თავად 
არ მყოფნის 
და მკრთალი რწმენაც გამიერესა...
ასე, აწყვეტილ, გიჟი
ქარის მშურს, 
გზაა დარდების 
მიმთრევ-მომთრევი,
უსმენ მშიშარა ღამის
შარიშურს..?
- დედას ეძებენ მთაში
ფოთრები...
დამკარგა შემხმარ თვეთა
ფარდაგმა, 
ყვითლად ნაქსოვმა ხმელმა
სიცრუემ, 
ზამთრისკენ, ჩემი ზამთრის
გადაღმაც, 
ყველა ბილიკი მაინც 
ვიწროა...
ისევ ჩემში ხარ, ისევ
და თუმცა,
არ გახსოვს მღვიძარს ჩემი 
ამბორი, 
ვიხსნი სიმშვიდეს, ვიხსნი 
და თუ ცას 
ვიწვეთებთ თვალში, წვიმით
დატბორილ 
გზით რომ ვიაროთ, არა
- ასმოდეს,
არამედ ღმერთი - ყინვისგან
დაცლა, 
რომ შენი მოსვლა უნდა
მახსოვდეს 
და უნდა ჩემი გახსოვდეს
წასვლა...
ერთი ტკივილიც ჩუმად
ვიამოთ
და მაპატიე ხმელი
ფოთლები,
გული კი არა, თოვს 
მარიამო,
დედას ეძებენ მთაში
ფოთრები...
დილა ჰგავს გონჯი 
ზამთრის მარებელს 
და ეყინება ქალაქს
ფერდები,
გესმის ზარები? - ჯართს იბარებენ,
დეკემბერია და მეც ვბერდები...
. . .

მე ეს ქალაქი მიყვარდა ადრე...


საშა გველესიანი



 

big_banner
არქივი