logo_geo
დიანა ამფიმიადი - თოვლი მოკვდა, თოვლად ვიშლები...
- +

19 იანვარი. 2018. 15:28



მე დავიღალე,
თოვლი მოკვდა,
თოვლად ვიშლები,
შენ თავზე მადგამ გვირგვინს
მოწნულს კითხვის ნიშნებით,
კითხვის ნიშანი ჩამოვაბათ
ციდან მიწამდე 
და ვიქანაოთ.
მე დაღლილ მზერას 
შენი სახლის მზერას მივაყრდნობ,
ვფიქრობ,
ზამთარი, თოვლის დარაბა
სველი ფარდაა ფარისეველთა
და თოვლი მოკვდა, როგორც ბარაბა,
გვიან და უხმოდ
- უცხო.
საქანელაზე ფიქრის ანცობა
ძნელია ცნობა, 
შენი კითხვაა თოვლის დნობა 
- რა მოხდა?
და თოვლით დაჭრილს 
მიწა მიჭერს, მიჭირს და 
ცა მჭირს! 
"ბარაბა-განვრცობა"
ბარდნის

 

 

დიანა ანფიმიადი, ზამთარი



 

big_banner
არქივი