logo_geo
მთელი ქვეყანა რომ მონად გაიხადო, შენს შიშს მაინც არაფერი ეშველება...
- +

26 მარტი. 2018. 11:04



„გეშინია..

სიცოცხლე იმად არა ღირს, მისი გულისთვის შიშს მონად გაუხდე...

კაცი სიავეს მხოლოდ იმიტომ სჩადის, რომ ეშინია.

ბოროტებას ბოროტი კაციც ისევე თვლის უსამართლობად, როგორც კეთილი, და არც ჩაიდენდა, შიშს რომ ლაჩრად არ ექცია.

ლაჩარი და ბოროტი ერთი და იგივეა.

შიში ყველა ადამიანს დაბადებითვე თან დაჰყვება, მაგრამ ზოგს ჰყოფნის გამბედაობა, თვალი გაუსწოროს თავის შიშს, ზოგს არა. ვისაც არ ჰყოფნის, ის ლაჩარი და უსამართლო ხდება. ვინც შიშს ბატონად გაიხდის, მას ყველაზე მოსაფრთხილებელი ამქვეყნად თავისი სიცოცხლე ჰგონია. ჩვენ ყველანი მშიშრებად კი ვიბადებით, მაგრამ ყველანი ლაჩრები არა ვართ

. შენ ლაჩარი გამოდექი და შიშის დაძლევას შიშის დამალვა ამჯობინე, რადგან,

შიშის დამალვა უფრო ადვილია, ვიდრე შიშის დაძლევა,

მოკვლა უფრო ადვილია, ვიდრე გადარჩენა,

გაძარცვა უფრო ადვილია, ვიდრე დახმარება,

წაქცევა უფრო ადვილია, ვიდრე წამოყენება,

სიძულვილი უფრო ადვილია, ვიდრე სიყვარული.(!!)

შენ შენს თანდაყოლილ შიშს ვერ გაუძელი, ლაჩრად იქეცი და იოლი გზა აირჩიე.

შენ ყველაფრის გეშინია, რაც შენს გარეთაა, ამიტომ ცდილობ, რაც შენს გარეთაა, ყველაფერი მოსპო, მაგრამ ეს შეუძლებელია. თავს არ უტყდები, თორემ თავადაც იცი, რომ ეს შეუძლებელია

მთელი ქვეყანა რომ მონად გაიხადო, შენს შიშს მაინც არაფერი ეშველება: ნადირს ხომ ვერ გაიხდი მონად, სტიქიონს ხომ ვერ დაჩაგრავ და დაიმორჩილებ,ზვავს ხომ ვერ შეაკავებ, წარღვნას ხომ ვერ დაემალები, ვულკანს ხომ ვერ გაექცევი?

ეს კი იცი, მაგრამ გგონია, რომ, თუ შენს საცოდავ შიშს ზემოდან სხვათა სიცოცხლე დააყარე, სხვათა ტანჯვაში, სხვათა ცრემლებში, სხვათა შეურაცხყოფაში, სხვათა უბედურებაში გაახვიე, რაკი ვეღარ დაინახავ, თავსაც მოიტყუებ ,ვითომ აღარც არსებობს. მაგრამ შენი მცდელობა მხოლოდ შენს უსუსურობას ადასტურებს. შენ ხომ არაფერი ისეთი არ ჩაგიდენია, რასაც შეგიძლია სიმამაცე უწოდო!"


ჯემალ ქარჩხაძე - /ანტონიო და დავითი/




 

big_banner
არქივი