logo_geo
გიორგი მამაცაშვილი: ქალბატონო მუსტაფაევა, ამდენს არ უნდა ბედავდეთ!
- +

16 ივლისი. 2017. 18:15


 

მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი გიორგი მამაცაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლეს, ლეილა მუსტაფაევას მიმართავს:


ბევრი რამ მახსოვს ბოლო წლების დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიიდან, მაგრამ მსგავსი რამ მართლა არ მინახავს. არც მომისმენია. აზერბაიჯანის მოქალაქე მუსტაფაევა მთელი კატეგორიულობით ითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებას. არადა, უცხო თუ მეზობელი ქვეყნის მოქალაქეებმა იმდენი და იმდენჯერ შესცოდეს ამ სტუმართმოყვარე საქართველოს, მათივე ქვეყნების კანონმდებლობით რომ გვეხელმძღვანელა, მინიმუმ ციხე არ ასცდებოდათ ამ ზედმეტად პატივცემულებს! ბედის ირონია, თუ გინდათ, ესაა... აზერბაიჯანის მოქალაქე მუსტაფაევას ამდენის უფლებას რომ მივცემთ, ეგაა ჩვენი უბედურება! ქალბატონო მუსტაფაევა, მიხედეთ თქვენივე ქვეყნის საშინაო საქმეებს და გახსოვდეთ - არც სააკაშვილის ( ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქის ) და მითუფრო არც თქვენი - გადასაყენებელი მინისტრი საქართველოს არ ჰყავს!


პ.ს. თუ ჩემსას ვერ გაიგებთ, თქვენსას მაინც გეტყვით: „ჰაიშ ედერან ოზგანინ იშინა გარშმა!"


 

 

big_banner
არქივი