logo_geo
დინა მირცხულავა: ყველაზე რთული გულწრფელი სიცილი ყოფილა, როცა არ გეცინება...
- +

13 დეკემბერი. 2017. 13:32

 

კლოუნები თუ ჯამბაზები?!

როგორ ჰქვიათ?!

როგორც გენებოთ...

დგანან სცენაზე წითელ ფერებში გამოწყობილი წითელცხვირა ადამიანები და ტაკიმასხარაობენ.

ისე, სცენაზე ვინც დგება, იმთავითვე მატყუარა მგონია მე.

ვმდგარვარ თვითონაც.

აი, ჯამბაზები თუ კლოუნები...

ვაჰ, ზემოთ დავწერე, როგორც გენებოთ-თქო.

მაგრამ გადავიფიქრე.

ჯამბაზები ჯობია.

ჰოდა, ეს ჯამბაზები არც მალავენ, რომ ინიღბებიან...

გვატყუებენ და ჩვენ მოგვწონს ეს ტყუილი, მოგვწონს მათი მიხატული ტუჩები, ცრემლიც...

იმიტომ, რომ ის ცრემლიც მიხატულია და არ გვედარდება...

„ჯან" სული ყოფილა და „ბაზ" მოთამაშე.

სულით მოთამაშე თუ სულზე მოთამაშე ?!

აი, ეს კი, მართლაც, როგორც გენებოთ...

ჰოდა, იცინიან ჯამბაზები და თამაშობენ სულებზე და სულებით.

სიცილით ინიღბებიან.

და გგონიათ, ადვილია?!

სულაც არა.

ყველაზე, ყველაზე რთული გულწრფელი სიცილი ყოფილა, როცა არ გეცინება...

აბა, მიდით და გულიანად გადაიხარხარეთ, თანაც ისე, რომ სხვებიც აიყოლიოთ...

ტირილს რა უნდა, როცა არ გეტირება.

ბოლოს და ბოლოს, ცრემლს მიიხატავ ჯამბაზივით...


 

big_banner
არქივი