logo_geo
აკვანი სანაგვეზე
- +

14 დეკემბერი. 2017. 12:14

 


კი, ნამდვილად აკვანია.

დღეისათვის უსარგებლო, გამოუსადეგარი.

ჩვილებს აკვნებში აღარ ვზრდით.

ჩვენ აღარსად გავრბივართ, რომ აკვნები ცხენებზე გადავკიდოთ და ბავშვები გადავუმალოთ შემოსეულ მტერს...

არადა, ვინ იცის, რამდენი უძილო ღამე დაათენდა ამ აკვანთან დედას, რამდენი ეჩურჩულა ღვთისმშობელს.

და დურგალი, ვინც რუდუნებით და სიყვარულით თლიდა ოქროსკულულა  ბიჭისა თუ გოგოსათვის, რას იფიქრებდა, რომ აკვანს სანაგვეზე მოისროდნენ...










 

big_banner
არქივი