logo_geo
გელა ზედელაშვილი: ჩვენი უბედურება დაიწყო ზვიად გამსახურდიას დამხობიდან!
- +

11 თებერვალი. 2018. 22:18


 

დოდო გუგეშაშვილის ოჯახის ტრაგედიამ ოდნავ მოშუშებული იარა ისევ გახსნა. ბოლო დღეებში პატივცემულმა საზოგადოებამ ისევ დაიწყო კამათი იმაზე, ვინ უფრო მეტი დააშავა 1991-1992 წლებში, ვინ უფრო მეტი სისულელე ჩაიდინა 1993 წელს და რატომ დავკარგეთ აფხაზეთი. უკვე მიდის ხელახლა დაზუსტება, ვინ იყო გმირი და ვინ მოღალატე. უკვე იშვერენ ერთმანეთისკენ თითს ზვიად გამსახურდიას მომხრეები და მოწინააღმდეგეები. ბევრმა დაიწყო გარჩევები, თუ რატომ გადაუკეტა მათ გზა ლოთი ქობალიას შენაერთმა და არ გაუშვა სოხუმისკენ. ვინ მოკლა ჟურნალისტი დათო ბოლქვაძე და რატომ განაიარაღეს მავანი მაშინ. ჩვენ ისეთი რამ დავმართეთ ქვეყანას, მტყუან-მართალის გარჩევა ძნელია. თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება - ჩვენი უბედურება დაიწყო ზვიად გამსახურდიას დამხობიდან!

 

დაწყებული გარჩევები და განახლებული აგრესია ძალიან საშიშია, მეგობრებო, მტრების თავებში მოხარშული და შემოგდებული. დღეს ჩვენი არევა მტრებს აწყობთ, თუ ჩაგვითრევენ, ისევე წავაგებთ, როგორც კანონიერი პრეზიდენტის დამხობით და აფხაზეთის დაკარგვით წავაგეთ. სამოქალაქო ომში გმირები არ არსებობენ, ამიტომ გმირობაზე თავს ნურავინ დადებს. არ შეიძლება, ერთი და იგივე შეცდომა გავიმეოროთ ათჯერ, ოცჯერ და ათასჯერ!


როგორც ჩანს, გუგეშაშვილების ჩამცხრილავს და მის უკან მდგომებს სწორედ ეს ჰქონდათ ჩაფიქრებული. ახლა ლაპარაკობენ რაღაც სიყვარულის და გაუყოფელი ქალის ისტორიაზე. ამ ვერსიისა ნაკლებად მჯერა... მით უმეტეს, მაშინ, როცა უკვე დაიწყო მუსკულების თამაში და „მხედრიონის" თემამაც წინა პლანზე წამოიწია. უკვე გითხარით, ეს ძალიან საშიშია, წარსულის იარებს ნუ გადახსნით, თორემ იქიდან ჩირქის მეტი არაფერი წამოვა!



გელა ზედელაშვილი










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი