logo_geo
მიხეილ სააკაშვილი: ხელები გადამიგრიხეს, ავტომატები მომიშვირეს, შუბლზე ატომური ბომბი დამადეს!
- +

13 თებერვალი. 2018. 22:32



(პამფლეტი)

 

 

ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი (მოდრეკილი) კიევში მისი დაკავებისა და ვარშავაში გადაფრენის დეტალებს იხსენებს:


„ხელები გადამიგრიხეს, ავტომატები მომიშვირეს, შუბლზე ატომური ბომბი დამადეს. დამეჭიდნენ, ვერ მაქცევდნენ. მერე 2 ათასი სპეცრაზმელი დამეჭიდა, მაინც ვერ მაქცევდნენ. კიდევ 2 ათასი გამოიძახეს. როგორც იქნა, დამაჩოქეს. თუმცა ამას დაჩოქება არ ჰქვია, უბრალოდ წელში გამდრიკეს. მე ვერ დამაჩოქებენ, თქვენი ბებიები დააჩოქეთ!


ჰოდა, იმას ვამბობდი... ხელები გადამიგრიხეს, ავტომატი მომიშვირეს. კეფასთან ზარბაზნის ლულა დამადეს. 4 ათასმა კაცმა წამათრია. თვითმფრინავში ჩამტენეს. ავფრინდით. კიევის თავზე დავფრინავდით. არ იცოდნენ, საით უნდა გავფრენილიყავით. უკან დაახლოებით 200 ავიაგამანადგურებელი მოგვყვებოდა. მერე 300 კიდევ დაემატა. ძალიან ეშინოდათ, უცებ კამარა არ შემეკრა და არ გავფრენილიყავი. დაახლოებით 800 კაცი მუსკულებზე მეჭიდებოდა. ფეხი გავიქნიე და 500 კაცი ეგრევე გავაგორე. თუმცა მეც ადამიანი ვარ და 500 კაცი ეგრევე მომვარდა, მომდრიკეს. პირზე „სკოტჩი" ამაკრეს და თავზე "მეშოკი" ჩამომაცვეს, რომ საშველად დონალდ ტრამპისთვის არ მიმემართა, ჩემი მეგობრისთვის.


12 საათი ვიფრინეთ. როგორც იქნა, დავეშვით პოლონეთში, ჩემ ნაღდ სამშობლოში. ვარშავის აეროპორტში, როგორც კი ხელები გამიხსნეს, მკლავები გავჭიმე და 4 ათასი კაცი უგონოდ დავაწვინე. მეგობრებმა მითხრეს, გეყოფა მიშა, წავედით რესტორანში, პოროშენკოს დღეები კი არა, საათებია დათვლილი, შენ არაფერზე ინერვიულოო. ნურას უკაცრავად, ეგღა მაკლია, „ბარიგებმა" გამომაგდონ უკრაინიდან. მე უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ, რომელსაც პოლონური სისხლი მიჩქეფს ძარღვებში. ისევ დავბრუნდები, ძრწოდეთ, ოლიგარქებო"!









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი