logo_geo
გელა ზედელაშვილი: მიშამ ბარგის ჩალაგება დაიწყო – ის მზადაა, უკრაინის პრემიერი გახდეს!
- +

7 მარტი. 2018. 22:04



ოდესის ყოფილი გუბერნატორი მზადაა, უკრაინის პრემიერ-მინისტრი გახდეს. ამის შესახებ სააგენტო Meduza-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ნუ, ეხლა უკრაინის პრემიერობა თუ არ იქნება, ამ ეტაპზე ოდესის მერობასაც დავჯერდებიო:


„მზად ვარ პრემიერ-მინისტრი გავხდე, აღნიშნულის შესახებ ბევრჯერ ვისაუბრე. ვფიქრობ, გარდამავალ ეტაპზე უკრაინის ხელისუფლებაში ორი ფიგურა არ უნდა იყოს - პრეზიდენტმა უნდა დაიცვას თავდაცვა და საგარეო პოლიტიკა, მაგრამ რეფორმები, ცვლილებები, მენტალური რევოლუცია - ყველაფერი მთავრობამ და საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა გაატაროს. პეტრო პოროშენკომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა უკვე შემომთავაზა, თუმცა ეს სახელმწიფოს მხრიდან პიარსვლა იყო".


მოკლედ, სააკაშვილის მდგომარეობა ამჟამად ასეთია: დათვს თავში უბანგუნებდნენ და ის კიდევ იძახდა, ხმა საიდან მოდისო? ბიჭო, უკრაინის მოქალაქეობა წაგართვეს, პანჩურის რტყმით გამოგაგდეს და კიდევ იძახი, თითქმის ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვარო. ისე, სიდედრმა რომ დაგნიშნოს თავის მოადგილედ ჰოლანდიაში, ვითომ რატომ არ უნდა იყო თანახმა? ჯერ მოადგილედ დაგნიშნავს, მერე ჩამოაგდებ და პირველი პირი გახდები, რა პრობლემაა?!



 

გელა ზედელაშვილი


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი