logo_geo
გელა ზედელაშვილი: გადახნა გიგლამ მინდორ-ველები!
- +

14 მარტი. 2018. 22:05



მას შემდეგ, რაც თბილისის ყოფილმა მერმა (რომელმაც ბიუჯეტიდან 48 მილიონი გააქრო) გიგლა უგულავამ ვანი-ხონის მაჟორიტარობის კანდიდატობა გადაწყვიტა, მიხვდა, რომ მშრომელთა მასების მხარდაჭერის გარეშე არაფერი გამოუვიდოდა და ამიტომაც დაიწყო ყველაფერზე წასვლა - გლეხებთან ერთად ხნავს, თესავს, რგავს, შეშას ჩეხავს, ორმოებს თხრის, ეზოებს გვის, ჭურჭელს რეცხავს, ცომს ზელავს, პურს აცხობს და ასე შემდეგ. დღის ბოლოს კი დაღლილ-დაქანცული წამოწვება დივანზე და დებს facebook-ში მთელი დღის „ნასელფავებს". ის კი არა, ხანდახან ხელიც კი გაექცევა ხოლმე რაღაცის დასაწერად... აი, ეხლაც დაწერა:


„სწავლობს გიგლა ტიტინა... ხონის რაიონის სოფელი ჩაის მეურნეობა. პირველი წელია რაც მოსახლეობამ კართოფილის დარგვა გადაწყვიტა. იმედია, რომ ფაროსანა ვერ მოერევა და ექსპერიმენტიც გაამართლებს - მოსავალი იქნება. მადლობა მათ რომ მასწავლეს და წარმატება ამ მშრომელ ხალხს".


ეჰ, აქედანვე ეტყობა გიგლას, რომ ძალიან ბევრი აქვს სასწავლი... თუნდაც ის, რომ კარტოფილი კი არ ირგვება, ითესება. ისე, თუ გყავს, დეპუტატი ასეთი უნდა გყავდეს - აგერ, გადახნა მთელი ვანი-ხონის მინდორ-ველები. აი, ეხლა რო ეგრე მუშაობს, თუ დეპუტატი გახდა, მერე რაღას იზამს? აქ ორი ვარიანტია, ან ზრდილობის გულისთვის კიდევ ჩავა ხონსა და ვანში ერთი-ორჯერ, ან კიდევ საერთოდ დაიკარგება და ვეღარასოდეს იპოვიან. მე მგონი, მეორე ვარიანტი უფრო რეალურია. მოკლედ, ასეა თუ ისე, ამ ეტაპზე გადახნა გიგლა ტიტინამ მინდორ-ველები!

 

გელა ზედელაშვილი


 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი