logo_geo
ნუგზარ ფოფხაძე: ოთოია (!!!) კახიძე, შენ დედა გყავს?
- +

26 დეკემბერი. 2016. 02:27


 


ნოდარ დუმბაძეს დავესესხე და ვუთვლი ვინმე ოთოია კახიძეს: ახლა მე ისეთ ასაკში ვარ, თავად თუ არ მოვიჭამე, შენნაირი ტიპები და ძმანნი შენნი ვერ მომჭამთ... "იმას"!!!

 

"...ისე, ეფესბეს ტელევიზიიდან და ასავალ დასავალის სტილში ბინძური ჭორების ტირაჟირება ჩემთვის კატეგორიულად  მიუღებელია. ამით არის დაკავებული კილაძე, ინაშვილის  ტელევიზია, ასავალ დასავალი და ნუგზარ ფოფხაძის სხვა  "მედიასაშუალებები"  - ეს კომენტარი გამომიგზავნეს. ღიმილისმომგვრელი!


მეგონა ვინმე შიზოიდი იყო ავტორი. ნურას უკაცრავად, ეს სტრიქონები ეკუთვნის ზრდასრულ ადამიანს, იუსტიციის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ახლა თურმე პარლამენტის დეპუტატს (ნაცმოძრაობის სიით გასული) - ვინმე ოთო (!!!) კახიძეს და თემა დაკავშირებულია ნაცმოძრაობის წიაღში მიმდინარე პროცესებთან. ესღა მაკლდა. ვითომ არ მეყოფოდა გასილაქებული კანდელაკების, ურცხვი დარჩიაშვილების და სხვა, მათი მსგავსების და მათივე "კარვის ქალების" ბოდვები, ეს "ბიჭუშკაც" რომ არ გამბლანდვოდა ფეხებში... მთლად ბრმა და ყრუ, აბსოლუტურად არაინფორმირებული ტიპი უნდა იყო, ან ავდმყოფური ფანტაზიით შეპყრობილი, ანდა, ნამეტნავად დიდი "ბოსის" დავალებას უნდა ასრულებდე, რომ ამ პროცესებს დაუკავშირო ჩემი ან "რეპორტიორის" სახელი. ეტყობა, "ხურდაში" მომაყოლა, ამ "დარეხვილმა". ჩემმა კოლეგებმა გამახსენეს, რომ ვანო მერაბიშვილის პროცესზეც ეს ადვოკატად "მოლაქლაქე" ტიპი არცთუ იშვიათად "ატრიალებდა" ჩემს გვარს და ეჭვქვეშ აყენებდა რეზინის ტყვიებით მრავალგზის "დახვრეტილი" მოწმის ჩვენების ობიექტურობას, იმ მოტივით, რომ ოდესღაც იგი იყო... ჩემი სტუდენტი! ვენაცვალე "ლოგიკაში" ასე განსწავლულ ადვოკატს. ვაი იმ პარტიას, იმ საპარლამენტო ფრაქციას, სადაც მისი "სახე" და "მოლაპარაკე თავი" ბაზრის დედაკაცივით ტლიკინებს! უბრალოდ, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.


ვარლამ არავიძის შეკითხვისა არ იყოს: ოთოია (!!!) კახიძე, შენ დედა გყავს? მამაც?! მშობლებმა უფროს-უმცროსობა და ზრდილობის ანა-ბანა რომ არ გასწავლეს ბავშვობიდან, ეს ცხადია. მაგრამ, პროფესიულ კულტურას ვინ გაზიარა, ვინ გაკვალიანებდა, ბიჭუნა? ვის გავუგზავნო საჩუქრად აკაკის "გამზრდელი"? ჰოდა, სწორედ ამ შეკითხვების ადრესატებამდე მიტანაში გთხოვთ დახმარებას, ჩემს ფბ-მეგობრებს! რაც შეეხება მთავარ ადრესატს, თავად ჭორიკანას და შუბლზე ძარღვგაწყვეტილ კაცუნას, ასევე მისნაირებს, ნოდარ დუმბაძის ერთ პასუხს შევახსენებ მაშინდელ ცილისმწამებელ ერთ ვინმე "ოთოია კახიძისადმი": ახლა მე ისეთ ასაკში ვარ, თავად თუ არ მოვიჭამე, შენნაირი ტიპები და ძმანნი შენნი ვერ მომჭამთ... "იმას"!!!

P.S. უკაცრავად, მეგობრებო! არც ჩემს ასაკს, სტატუსს და არც ოჯახში აღზრდას ეს ტონალობა და ტერმინოლოგია არ ეკადრება. მაგრამ, ვიდრე ადვოკატი იყო და მერაბიშვილს იცავდა, მის როშვაზე არ ვრეაგირებდი, რამეთუ პატიმარს (!) იცავდა და... თანაც, ანგარიში გავუწიე მობოდიშების მიზნით მოსულ ჩემახლობელ მსტოვარს, რომელმაც სასამართლო პროცესზე ადვოკატის "ჟღურტული" მის ახალგაზრდულ (?) ასაკს და პროფესიულ "ეშმაკობას" მიაწერა. ახლა, როცა "სამწუხარო-სასაცილო" საარჩევნო წესების გამო ამ კარიკატურას "ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად", მოვიდა მისნაირებისთვის ადექვატური პასუხის გაცემის დრო! ამასთან, მას და მის ზოგიერთ კოლეგას არ აწყენდა იმის შეხსენება, თუ რა ეკადრება და რა არა დეპუტატს (!). შეიგნეთ, რომ უფლების გარდა დეპუტატს მოვალეობა და პასუხისმგებლობაც აკისრია. და თუ ვინმეს გონია, რომ პასუხს არავინ მოთხოვს, ერთობ ცდება! ამჯერად, ამ რეპლიკით დავკმაყოფილდეთ. დაე, მყრალადმეტყველმა საჯარო პირმა მოითმინოს იმის მეათედი "იარლიყებისა" და "შეფასებებისა", რასაც სხვისთვის იმეტებდა და იმეტებს, მით უმეტეს, იმ ადამიანებისადმი, რომლებიც მას ასაკით მშობლებად, ბებია-ბაბუებად შეეფერება...



 

big_banner
არქივი