logo_geo
თემურ შაშიაშვილი: რამაზ ლომინაძე - მას ეს სიტყვა შეეფერება - ნათელი
- +

14 აპრილი. 2018. 01:31

მას ეს სიტყვა შეეფერება,

 

ნათელი

 

რამაზ ლომინაძე სწორედ ასეთი კაცი იყო - ნათელი...

 

გუშინ, 12 აპრილს, დილის 10 საათზე დამირეკა და ბოდიში მომიხადა - ინფექცია შემეყარა, ორი დღეა სიცხე 39-ის ფარგლებში მაქვს და ზურაბ ანჯაფარიძის 90 წლისთავზე ვერ შევძლებ მოსვლასო..

 

ჩვენ ორ საათზე ოპერის ბაღში დიდი ზურაბ ანჯაფარიძის საფლავზე ვიყავით და ბატონი რამაზი კი ამ დროისთვის მარადიულობისკენ წასულა.

 

რა დიდი სიმაღლის კაცი იყო... დახვეწილი, ღრმა, სიკეთით სავსე. სხვანაირად არც ეკადრებოდა აკაკი წერეთლის პირდაპირ ნათესავს, ილია ვეკუას სიძეს, ჟიული შარტავას უმცროს მეგობარს... პროფესორსა და დოქტორს ...

 

ამაყობდა ამ სურათით: პირველად მქონდა ჩემი სამშობლოს სულიერ მამასთან ასეთი შეხვედრაო..

 

ქვეყანამ საჭირო კაცი, სამომავლოდ მომართული კაცი დაკარგა... ოჯახმა - საყრდენი კაცი... მეგობრებმა - გულწრფელი მეგობარი დავკარგეთ.. „ქართული ერთობის დარბაზმა“ - გულანთებული მამულიშვილი...

 

ვიცი რა მისი და მისი მეუღლის ურთიერთობა - მათთან ყოველი შეხვედრის დროს ვფიქრობდი, რომ გუშინ დაქორწინებულნი ხომ არ არიან-თქო, კარგად მესმის ქალბატონი მარინას მდგომარეობა... ყველაზე მწარე ეს რამაზის უკეთილშობილესი დედისთვისაა.. მათ ურთიერთობას დედაშვილობის დიდი ქართული სიმაღლე და მადლი ჰქონდა.

 

ერთი, რაც გაიმედებს: დიდი შვიდეულის პირველ კვირაში ანუ აღდგომიდან ახალ კვირამდე, ამქვეყნიდან წასულნი სამოთხის მკვირნი არიან...

 

ამქვეყნად ნათელი კაცი იყო, ისე იცხოვრა, რომ იმქვეყნად ნათელში იქნება...

 

მშვიდობით, ძმობით და მეგობრობით სავსე კაცო! დიდი მადლობა ყველაფრისთვის, ჩემო რამაზ!

 

ეს მისი ბოლო ინტერვიუ აღმოჩნდა... აქ ნათლად ჩანს, რა განწყობისა და აზროვნების კაცი წავიდა..

 

http://www.gmtv.ge/36515-2/

 

 

 

 

big_banner
არქივი