logo_geo
ენის დღეს გილოცავთ, ჩემო ქართველებო!
- +

14 აპრილი. 2018. 14:12

 

 

 

 

მინდა, სიხარულს გამოვხატავ - ტკბილ ბაგისმიერს მოვიშველიებ!

მინდა - დიდ მწუხარებას და ხორხისმიერს მივადგები...

მინდა - კიდევ ზმნის პირველ პირში გავიჭედები და:

ვ დ უ მ ვ ა რ ...

რამდენ ასოსაც დავწერ, იმდენს წავიკითხავ და რამდენსაც წავიკითხავ, იმდენს დავწერ...

ხანაც ისე უსუსური მეჩვენება ეს ბურთულა ასოები, არაფრით არ მინდა ბაგეებს გასცდნენ, პეპლებივით ამიფრიალდნენ და ვერ მიაღწიონ მიზანში ამოღებულ გულამდე.

ხანაც ისე გაჯიუტდება დალოცვილი, ვერაფრით მოვუყრი თავს, ერთ სიტყვად შევკრა და ავკინძო...

იმ უცხო, ყივჩაღებისებრ შემოსეულ ასოებს ჩემი „აი ია“ მირჩევნია.

ორი ასოსაგან შემდგარი წინადადება,

მე და სესე ბიჭი რომ ვხატავდით დაფაზე...

 

ენის დღეს გილოცავთ, ჩემო ქართველებო!

 

 

 

 

big_banner
არქივი