logo_geo
დინა მირცხულავა - შევა კიკუ მაგასთან...
- +

26 აპრილი. 2018. 13:20

 

 

 

- შევა კიკუ მაგასთან - უკვდავი ფრაზა ხომ გახსოვთ „დათა თუთაშხიადან“?!

ჰოდა, შევა კი არა და, ჯერ მიიწვევენ ყველა ტელევიზიის ყველა გადაცემაში, დაუთმობენ ეთერს, ატლიკინებენ, აყაყანებენ, აქოთქოთებენ...

მამამისი თუ დედამისს უბაგუნებს, ყველა მამა ასეთია...

თავისი ძმა რომ ნარკომანია და წამალზე ყველაფერი გაყიდა - ყველა ძმა ნარკომანია...

მაგის ქმარი რომ მხართეძოზეა წამოწოლილი და თვითონ მუშაობს - ყველას ქმარი ეგრე წევს...

მოკლედ - უნდა ლანძღოს, თათხოს, აგინოს...

მერე კონკურსებშიც მიიღებს მონაწილეობას, ძალადობაზეც დაწერს, გრანტსაც აიღებს...

რაღაცას დაირქმევს სახელად, მაგ. „თავისუფლება მონებს“, „ქმარი ვეღარ მიმაჩმორებს“ და ა. შ.

ჩვენ კი „ასო“-ს დავუძახებთ შემოკლებით...  

- რომ ჩავერიო, არ შევიდეს იქნება, მაგრამ მერე უარესს შვრებიან, ვიცი მე ეს! - ეგეც ხომ გახსოვთ იმ მაგარი წიგნიდან?!

ჰოდა, შევა, ბატონო, ჯერ გაშიშვლდება და მერე...

ასო კი არა - „მაგ ფულად ფოთის პოლიცმეისტერი გაიხდის, ბიჭო!“

 

/დინა მირცხულავა/

 

 

big_banner
არქივი