logo_geo
დინა მირცხულავა - ცუდი დედა ვარ მე! შენ ხომ კარგი სახელმწიფო ხარ?!
- +

1 მაისი. 2018. 11:45

 

 

მე არ მეხება, ხომ?!

რომ შემეხოს?! ხვალ, ზეგ, მაზეგ... ჩემი შვილი რომ ემსხვერპლოს, დასაშვები ალბათობაა... იმიტომ, რომ ისე ვერ ვაკონტროლებ, როგორც საჭიროა, იმდენ დროს ვერ ვატარებ მასთან, რამდენიც უნდა გავატარო...

ყოველ დილით ერთი და იგივე დიალოგი გვაქვს :

- დე, სკოლიდან მოსულს სახლში დამხვდები?!

- ვერა...

ექვსი წელია ასე ხდება.

გავისტუმრებ თუ არა სახლიდან, მეც უკან მივყვები.

სამწუხაროდ, არ გვაქვს დღეს დედებს ის პირობები, რომ მხოლოდ შვილები ვზარდოთ და დიასახლისები ვიყოთ.

დამყავს რამდენიმე წრეზე (სამი), მაქსიმალურად ვტვირთავ, რომ დრო არ ჰქონდეს...

მაგრამ ამასწინათ სხვაგან წამსვლელი, სულ სხვაგან გამეპარა და დღემდე არ იცის, რომ ვიცი...

რატომ მოვყევი ახლა ეს ყველაფერი და დავუშვათ, ერთხელ „იქაც“ გამეპარა, ერომანტიულება ბავშვს ის ნარკოტიკი, იმიტომ, რომ ყველგან მისი პროპაგანდაა და გასინჯა - შვილი უნდა მომიკლათ?!

ცუდი დედა ვარ მე! შენ ხომ კარგი სახელმწიფო ხარ?!

შენ ხომ ჩემი არჩეული ხელისუფლება ხარ?!

მხოლოდ იმიტომ, რომ შენს მილიონს კაპიკი არ დააკლდეს, ბავშვები უნდა დაგვიხოცოთ?! (საჯიშე ბავშვები)

ისადა, ჩემო ქართველებო, მაინც რა საწყაული გვაქვს ასეთი, ჯერ კიდევ რომ ვერ აივსო?!

 

 

big_banner
არქივი