logo_geo
„ვურჩევდი ანანიას, იმ ქალბატონების სურათები დააკრას პრეზერვატივებს, რომლებიც მას ამ ანათემის ჟამს მხარს უჭერდნენ“
- +

7 მაისი. 2018. 12:54

 

 

ჟურნალისტი ქეთევან მელიქიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ეჭვი არ მეპარება, პრეზერვატივის მწარმოებელმა თვითონ გაუკეთა რეკლამა თავის პროდუქციას და ზედ რაც დაახატა ისიც თავად ამცნო საზოგადოებას, თორემ ექსტაზში შესულ წყვილს სად აქვს ნახატების თვალიერების დრო, საქმეს უნდა მიხედონ! თუ სწორედ „კრიტიკულ მომენტში“ გადაიტანა ყურადღება მამაკაცმა ზედ გამოსახულ სახეზე და წმინდანი მეფე ამოიცნო? რა თქმა უნდა, არა! მითუმეტეს, რომ ამ მეფის ფოტო არავის უნახავს, ერთადერთ შემორჩენილ ფრესკას თამარისას კი ის სურათი, რომელიც პრეზერვატივს აქვს, ფრესკაზე გამოსახულ თამარ მეფის სახეს არ იმეორებს! ანუ სიტყვაზე უნდა ენდოთ მენეჯერ ანანიას, (რომელიც კახა ბენდუქიძის ნასტუდენტარია), რომ სწორედ თამარ მეფეა უსაფრთხო სექსის საგარანტიო პროდუქციაზე გამოსახული. ამასობაში, თამარის გამოსახულების ჭეშმარიტება მომხმარებელმა ირწმუნა და გადირია! (მიზანიც ეს იყო, აბუჩად აგდება ქართველების საყვარელი მეფისა!) საზოგადოებრივი აზრი ორად გაიყო (შუაშისტები, ანუ ვინც საერთოდ არ ხმარობს პრეზერვატივს პაექრობაში არ მონაწილეობდნენ), ერთნი შეურაცხყოფაზე მოთქვამდნენ, მეორენი „პრადვინუტების“ კლანიდან-თავისუფლების შეზღუდვაზე!

 

სასამართლომ დავა შეურაცხყოფილი ნაწილის სასარგებლოდ გადაწყვიტა, თუმცა ისეთი სოლიდური ჟურნალისტები, როგორებიც არიან ნინო ჯანგირაშვილი, თამარ ჩერგოლეიშვილი და სხვა, არასამთავრობოები და იაფიანი ადვოკატთა კორპუსი ერთხმად ირწმუნებოდა, რომ თამარ მეფე ამით არ დაზარალდებოდა! მოსამართლემ ჯარიმა აკიდა ფირმას და პრეზერვატივების ქსელიდან ამოღება მოსთხოვა.

 

ჩემის მხრივ, როგორც არამომხმარებელი, მაგრამ ახალგაზრდა ბიზნეს-ლედის გულშემატკივარი, კამპანიამ ზარალი რომ არ ნახოს, უფასოდ ვურჩევდი დირექტორ ანანიას იმ ქალბატონებისა და მისი იდეის მხარდამჭერების სურათები დააკრას პრეზერვატივების მომავალ პარტიას, რომლებიც მას ამ ანათემის ჟამს მხარს უჭერდნენ. ამით ის დაპირისპირებული მხარის შემორიგებასა და გაყიდვების გაათმაგებას შესძლებს, რადგან ღვთისმოშიში საზოგადოება სიამოვნებით წამოიცვამს ზედ მთელ რიგ ქალბატონებს, რომელთა სახელებიც და სიფათებიც ყველამ ზედმიწევნით კარგად იცის! ჰოდა, კიდევ, რეკლამა აქუსთანაც მიიტანეთ, გაახარეთ კავკასია!“ - წერს მელიქიძე.

 

 

big_banner
არქივი