logo_geo
გელა ზედელაშვილი: ჩვენ ვიჟუჟებით ნარკოტიკებით, ავტოავარიებით და ბოღმით!
- +

9 მაისი. 2018. 23:39

 

 

ხვალ რომ პუტინმა დაიძახოს, ცხინვალი და სოხუმი თქვენიაო, ამ განარკომანებულ თაობას იქამდე ჩასვლის ტ---ი არ ექნება. დიდი-დიდი, მცხეთამდე გაქაჩონ. უკეთეს შემთხვევაში ავტობანზე წამოწვებიან და სლოკინით დაიწყებენ მტკიცებას, უკვე აფხაზეთში ვართო. ძალიან ბევრი ხარისხიან ნარკოტიკს მოგვთხოვს და ღამის კლუბში გადაუხვევს.

 

და რაც ჩვენს ტელევიზიებში ყოველ საღამოს ხდება, ამის მერე თქვენ მეუბნებით, რომ ოდესმე დაკარგულ ტერიტორიებს დავიბრუნებთ? თუ მოხდა სასწაული და ნებით დაგვიბრუნეს, უარს ვიტყვით, რადგან იქ შესვლის თავი აღარ გვექნება!

 

მწარე რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, გამოთაყვანებულ თაობებს აღარც მიწა სჭირდებათ, აღარც წყალი და აღარც მშობლიური ენა, ამიტომაც გვიყვირიან მუქი ფერის სტუმრები, რა პრეტენზიები გაქვთო?! ამ ეტაპზე უკმაყოფილების გამოთქმის სურვილი გვაქვს, მაგრამ მალე ესეც აღარ გვექნება. ჩვენზე ჭკვიანები არიან აქ შემოსული უცხოტომელები – იციან და ხედავენ, როგორ ვუსწორდებით ერთმანეთს, როგორი ტემპით გვაქვს გაჩაღებული თვითგვემა. ამიტომ, ნუღარ ამტყუნებთ, დედამიწის ზურგზე ყველა თავისას ცდილობს, ყველას თავისი ინტერესები აქვს. ჩვენ ვიჟუჟებით ნარკოტიკებით, ავტოავარიებით, დაპირისპირებებით, ბოღმით, ძალადობით, ოჯახური კონფლიქტებით, პოლიტიკით, ღალატით, გამყიდველობით და თან ყველაფერს სხვას ვაბრალებთ. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ქვეყანაში ბევრი ჩასაფრებულია და ჩვენს გაქრობას ელოდებიან.

 

გელა ზედელაშვილი

 

 

big_banner
არქივი