logo_geo
დინა მირცხულავა: ტელევიზიაში რომ ნორმალური ადამიანებიც მიიწვიონ, ეზედმეტებათ!
- +

24 მაისი. 2018. 13:39

 

 

გაუსვენებელი მკვდარი გვიდევს წინ და ვერ გაგვიტანია...

 

ქართულ ჟურნალისტიკაზე ვამბობ...

 

ეს მხოლოდ უვიცობისა და გაუნათლებლობის აღლუმი აღარაა - ეს ცალსახა ბოროტებაა.

 

არ არსებობს ტელევიზია, გადაცემა, რომელიც რაიმე ღირებულ თემას წამოსწევს წინ და იმსჯელებს კომპეტენტურ ადამიანებთან ერთად

პატრიოტიზმი ტეხავს!

 

გახსოვთ ხომ,  კოსტავას ტრაგიკული გოგონა რომ მიიწვიეს გადაცემაში და... აღარ დავკონკრეტდები...

 

მარტო ამიტომ იყო ის არხი დასახური...

 

რელიგიურობა ხომ საერთოდაც სიბნელეა!

 

სულით ავადმყოფი მეუფე ილარიონიც გემახსოვრებათ, ერთ-ერთ გადაცემაში - საქილიკოდ მიწვეული და წამყვანიც იმ გადაცემის - მადლობა დარბაზს, რომ არ გაგეცინათო...

 

და რამდენი ასეთი?!

 

სადღაც სიყვარულის თემა გაეპარებათ და გაურკვეველი სქესის ადამიანებს იწვევენ, იმათ წილ რომ ნორმალური ადამიანებიც მიიწვიონ, ეზედმეტებათ!

 

ძალადობის მსხვერპლს აკნავლებენ და კეთილშობილები, სამყაროში წესრიგის დამაარსებელი ადამიანები არ ახსენდებათ, არადა, რამდენი ჰყავს ჩემს ქვეყანას ასეთი?!

 

ნარკოტიკებზეა გადაცემა და ველოდები, რომ ილაპარაკებს ექიმი, განუმარტავს მსმენელს, რა საფრთხეა ეს და, ჰოი, საოცრებავ - კლუბის დირექტორი, მენეჯერი, მიმტანი, მოცეკვავე მიბრიალებენ თვალებს ცისფერი ეკრანიდან...

 

ან მგონია, რომ ყოფილ ნარკომანს მიიწვევენ, მოგვასმენინებენ, როგორ დაკარგა წლები, ოჯახი, საკუთარი თავი... მერწმუნეთ, ყველა ნარკომანი სასტიკი წინააღმდეგია ნარკოდამოკიდებულების, მაგრამ მის ადგილს მოქმედი ნარკობარიგა იკავებს და იმაზე გვირჩევს საქმეებს, რომ წარბი აუწეწა და თმის ღერი ჩამოუგდო პოლიციამ და უპატიოსნესი „კოსწია“, „ქეწკა“ და „ნაწკა“ წაიყვანა პოლიციამ...

 

მერე მთავარი ტელევიზიის მთავარი საინფორმაციოს მთავარი წამყვანი გამოდის და ამბობს, რომ ყველაფერი უხარისხო ნარკოტიკის ბრალია, ხაზს ვუსვამ - უ ხ ა რ ი ს ხ ო !

 

ჰოდა, გაუსვენებელი თუ მაოხრებელი მკვდარი გვიდევს ქვეყანაში - როგორც გენებოთ, ისე დაარქვით...

 

ის კატეგორია, ვინც ამის წაკითხვისას, ნიშნისმოგებით მეტყვის - რომ მე შევქმნა უკეთესი და მე ვილაპარაკო უკეთ, აქვე მოგახსენებთ - მე არ ვქმნი მუსიკას, მაგრამ კარგი მუსიკის მოსმენის უფლება მაქვს და ისიც შემიძლია, ცუდისაგან განვასხვავო.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი