logo_geo
დინა მირცხულავა: რა გახდა ამ ბიჭისთვის ნორმალური სამსახური და სასტვენის მიცემა ხელში?!
- +

9 ივნისი. 2018. 11:56

 

 

სათქმელის დაფარვაც ერთგვარი სიცრუეა...

არანაირი პოლიტიკა... პათეტიკა...

ჰო, კიდევ მავანთა საყურადღებოდ, არანაირი პირადი ინტერესი!

ამ სახელწიფოში ვჟურნალისტობ ანუ „მეოთხე ხელისუფლება“ ვარ და არ მიმაჩნია სწორად, არ დავწერო ის, რასაც ვფიქრობ...

არ მეგულება ქვეყანა და მისი ხელისუფლება, სადაც ერთი ხელით ადამიანს ღირსების ორდენის კავალრად ასახელებდე და მეორე ხელით მშიერს ამყოფებდე.

ნესტორ ხერგიანი ჩემი პირველი რესპონდენტი იყო, ზვიად შევარდენიძემ ჩამწერი მომაჩეჩა და მითხრა, ვერცხლის პრიზიორია და საღამოს ინტერვიუ დაიდოსო.

- სად ვიპოვო-მეთქი ?!

- ფეხით დადის დარბაზში და სადმე დაუდარაჯდიო...

ინტერვიუ შედგა.... ნესტორს ჰქონდა ბრძოლით სავსე თვალები...

- დანებებას არ ვაპირებო, - ასე თქვა.

ბევრი ილაპარაკა მიზნებზე, გეგმებზე, მომავალ თაობებზე, მათ უკეთეს პირობებზე...

მერე შორიდან ვადევნებდი თვალყურს, რაღაცნაირად ვდარაჯობდი, რომ ის თვალები არ გაქრობოდა...

ნესტორი არსად არ იყო.... ნესტორი ყველგან დაბლოკეს...

ხაზს ვუსვამ - ძიუდოს ფედერაციას პოლიტიკა მაგრად უნდა ეკიდოს წიხლზე, მაგრამ აქ ყველაფერს შენი სიმპათიები განაგებს ამა თუ იმ ხელისუფლების მიმართ...

ჰოდა, აგერ რამდენიმე დღის წინ ვიგებ , რომ ემიგრაციაში წავიდა, შვილებისა (ოთხი  შვილის) და ოჯახის გადასარჩენად.

გამიხარდა, ცოტა არ იყოს, ალბათ, რომელიმე კლუბშია-თქო მწვრთნელად....

მაგრამ კაცი, რომელმაც ძალა და ენერგია ტატამზე უნდა დაახარჯოს მომავალ ვერცხლისა თუ ოქროს პრიზიორებს, მშენებლობაზე მუშაობს...

რა გახდა ამ ბიჭისთვის ნორმალური სამსახური და სასტვენის მიცემა ხელში?!

 

 

 

 

big_banner
არქივი