logo_geo
გელა ზედელაშვილი: მიხავ, შე უბედურო, ეს რა დღეში ხარ?!
- +

14 ივნისი. 2018. 01:36

 

გუშინ ძალიან ბევრი ელოდებოდა საქართველოს მთავრობის გადადგომას. დილიდანვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მისი მინისტრები წასვლას აპირებდნენ. ბევრმა დასცა ბუკი და ნაღარა, უფრო მეტად კი "ნაცებმა" და მათთან გათანაბრებულმა პირებმა - ეს ჩვენი გამარჯვებააო. არადა, პირიქით უნდა ყოფილიყო, თუ მთავრობაში ახალი და უკეთესი ძალები მოვლენ, "ნაცებს" სატირლად უნდა ჰქონდეთ საქმე. პრინციპში, "გათავებული" აქციების შემდეგ მაინც უნდოდათ იმის დაფიქსირება, რომ მთავრობა გადააყენეს. რასაკვირველია, ამის შემდეგ გაუჩნდებოდათ ყოვლისშემძლეობის ილუზია, რაც მომავალში კიდევ არაერთი სისულელის ჩადენის საფუძველი გახდებოდა.

 

ერთი სიტყვით, სეირი არ შედგა, მთავრობა არ გადადგა, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი გადადგა ჭკუიდან, იმავე საღამოს ჩართეს "რუსთავორში" ამსტერდამიდან და ისეთები იკადრა, უკანასკნელი ბოგანოც რომ არ იკადრებს - სულ შარდი, წუმპე, ტალახი, ძონძი და ფეკალიები ანთხია პირიდან.

 

მიხას შარდი მარნეულის ამბავმა გაახსენა, ვიღაც "ნაცმა" ამ რაიონის მერის, თემურ აბაზოვის ცოლზე "ფეისბუქში" იმნაირი რაღაც რომ თქვა და მერე ამ მერმა "აბაროტი" რომ აუღო. ესეც კაი ჩერჩეტი ყოფილა, მაგრამ მიხამ თემა ნახა და მთელ ქართველ ერს დაასხა - ბიძინა ყველას ზემოდან გაშარდავთ, გაწუწავთ და თქვენ მაინც ჩუმად ხართო. ცხოვრებაში ბევრი ბოღმა და უნამუსობა მინახავს, უარესიც გამიგონია... თუმცა ასეთი? არა, ჩემმა მზემ, ბოღმას ასე ადამიანი გაეთახსირებინოს, ჯერ არ მსმენია!

 

მიხას იმედი ჰქონდა, რუსთაველზე ფართომასშტაბიან არეულობას მოაწყობდა, სიტუაციას რევოლუციაში გადაზრდიდა და თეთრ ცხენზე ამხედრებული შემოვიდოდა. არ გამოდის ეს რევოლუციაა თუ ჯანდაბა და დოზანა, აღარ ჭამს მის ტყუილებს ქართველი ხალხი, აღარ უნდა წარსულ მარაზმში დაბრუნება ქართველ ხალხს... თანაც ვისი მეცადინეობით? კოლექტიური მაჭუტაძეებისა და მელიების, უსახო ქარდავებისა და გაცვეთილი დავითაიების!

 

მიხავ, შე უბედურო, შე შარდით გაჟღენთილო ძონძო, როგორ ბედავ, როგორ აყენებ ქართველ ხალხს ასეთ შეურაცხყოფას?!

 

გელა ზედელაშვილი

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი