logo_geo
გელა ზედელაშვილი: ვახ, ჩემი... აწი აღარც ფიცი მწამს და აღარც ბოლო მაკვირვებს!
- +

18 ივნისი. 2018. 21:43

 

 

გუშინ, დღის მეორე ნახევარში „ფაბრიკის“ წამყვანმა, გიორგი გასვიანმა 15-წუთიანი „რეჩი“ დაარტყა: მას მერე, რაც კოტე იოსელიანმა იკადრა, „იბერიას" ეთერში ცილისმწამებლებსა და ჭორების გამავრცელებლებს აღარ მოვიწვევთ, მომხდარს ვეღარ გამოვასწორებთ, საზოგადოებას უზარმაზარ ბოდიშს ვუხდითო.

 

დაასრულა გასვიანმა „რეჩი“ და სტუდიაში ნომერ პირველი ცილისმწამებელი შემოაგორა, რომელმაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ცილ სწამა უამრავ ადამიანს: პირველი - თურმე არასრულწლოვანი შალვა კუჭაშვილი არის სუს-ის აგენტი; მეორე - თურმე დეპუტატი კობა კობალაძე არის რუსეთის აგენტი; მესამე - თურმე ვანო მერაბიშვილი საკნიდან გაიყვანა „კახური კლანის“ მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა!

 

ეს ფაქტი ისე მოეწონა (ასევე კოტიკო იოსელიანის უარმყოფელ) ერთ-ერთ ტელევიზიას, რომ ეგრევე თავისთან გადაიყვანა და ახლა იქიდან აყბედეს ათასნაირი სისულელე. აღსანიშნავია ისიც, რომ ცილისმწამებელს ორივეგან თვალებში შესციცინებდნენ, ფაქტობრივად ეფერებოდნენ და მის მიერ გადმოყრილ საკენკს დიდი სიამოვნებით კენკავდნენ!

 

ვახ, ჩემი... აწი აღარც ფიცი მწამს და აღარც ბოლო მაკვირვებს! 

 

გელა ზედელაშვილი

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი