logo_geo
უდუმაშვილის სერთიფიკატი და მისი გაღლეტილი წინაპრები!
- +

21 ივნისი. 2018. 22:19

 

ამ დღეებში ყური მოვკარი, თურმე „ნაციონალი“ ზალა უდუმაშვილი ხალხში დადის და ე.წ. გარანტიის სერთიფიკატებს არიგებს სათაურით: „ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ“. თურმე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შეიქმნება სახელმწიფო ფონდი, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის დაზარალებულ მოქალაქეებს ზარალს აუნაზღაურებს. კი, მაგრამ ვინ არის დამზარალებელი? უდუმ ბაშისა და მასთან გათანაბრებული პირების მტკიცებით, დამზარალებელი გახლავთ ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური სინდიკატი. ჩანაფიქრი კი ასეთია: როდესაც ბატონი მიხა საქართველოში შემოგრიალდება თეთრი ცხენით, „ჩერეზ“ რუსთაველი ავარდება სოლოლაკში, დააპატიმრებს ივანიშვილს, წაართმევს ფულებს, მერე ჩამოუვლის ბანკებს, დედას უტირებს ყველა ბანკის „უმფროსს“, გაკოჭავს, წაართმევს მათაც ფულებს და დაურიგებს დაზარალებულ მოსახლეობას. პრინციპი იგივეა, რასაც აკეთებდა არსენა ოძელაშვილი... აი, მდიდრებს რომ ართმევდა და ღარიბებს აძლევდა. თუმცა ამ შემთხვევაში დიდი დაფიქრება გვმართებს, „ნაციონალები“ ყოველთვის ართმევდნენ მდიდრებს (ღარიბებსაც) და იმის ნაცვლად, რომ დაერიგებინათ, მიჰქონდათ სახლში!

 

რასაც ახლა ბატონი ზალა აკეთებს, ეს არ გახლავთ მისი იდეა, ეს არის უნიჭო დავალება ამსტერდამიდან. დიახ, დახედეთ ახლა ფოტოს და უმალ გაგახსენდებათ, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როცა მიხა და ვანო „გაღლეტილები“ იყვნენ, მოსახლეობაში ანალოგიურ სერთიფიკატებს არიგებდნენ სათაურით: „ხალხი შევარდნაძის წინააღმდეგ“. მაშინ პატივცემულმა საზოგადოებამ დაიჯერა, ეს გაღლეტილები ხელისუფლებაში მოიყვანა და რა მოხდა შემდეგ? ყველას წაართვეს - მდიდარსაც, ღარიბსაც და საშუალოსაც, არავინ დაინდეს, ვინც არ დაემორჩილებოდათ, ჯაშუშად ნათლავდნენ და ტრაკში „დუბინკას“ უკეთებდნენ. ახლა ამათ უნდათ, რომ ეს ყველაფერი ხელახლა დაიწყონ, მაგრამ საზოგადოება აღარ ჭამს!

 

სერთიფიკატი არა, იხვის ტოლმა, ბატონო ზალავ, ეს შენმა წინაპრებმა, მიხამ და ვანომ უკვე გააკეთეს, დღეს ერთი გაქცეულია, მეორე - ციხის კედლებს ხეხავს.

 

პატივცემულო საზოგადოებავ, კიდევ ერთხელ დახედეთ ფოტოს, ვანო მერაბიშვილი მართლაც გაღლეტილივით გამოიყურება!

 

ლევან სიხარულიძე

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი