logo_geo
ნუკა არველაძე: ივანიშვილის ფაქტორი საქართველოს ისტორიაში იმდენად დიდია რომ ვერ, ან არ აცნობიერებთ!
- +

12 ივლისი. 2018. 00:11

 

 

 

ძალიან მოკლედ და უბრალო ენით დავწერ...

 

ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდგომ, მანამდეც საქართველო ეს ესაა გაკოტრებულ ქვეყანად უნდა გამოეცხადებინათ, მე პირადად მქონდა ინტერვიუ ემი დენმანთან ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენელთან , ზუსტად არ მახსოვს 2002 თუ 2003 წელი იყო...

 

ცვლილებები მაშინ საჭირო და აუცილებელი იყო, თუმცა ფორმა როგორც მოხდა არც მაშინ მომწონდა და ნაწილობრივ მივიღე როცა უსისხლოდ ჩაიარა ხავერდოვანმა გადატრიალებამ, მაგრამ.... 9 წელი ძალიან ბევრი ადამიანისთვის და მათ შორის ჩემთვის სამუდამოდ დარჩა ჭრილობად....

 

მოკლედ, ქვეყანა გაკოტრების პირას იდგა და საჭიროებდა ამოქაჩვას, საჭირო იყო ფული ძალიან დიდო რაოდენობა, რეფორმებისთვის და სახელმწიფო სტრუქტურების გასამართად.

 

ამერიკა არ ენდო არც სააკაშვილს და ვერც ჟვანია, ბურჯანაძის ავტორიტეტმა გაჭრა, არ დაეხმარა არც ამერიკა მაშინ და არც სოროსი! გემახსოვრებათ დავოსიდან 5 მილიონი დოლარით რომ დაბრუნდნენ გახარებულები მგონი ერთი თვე ატრიალებდა „რუსთავი 2“...

 

მოკლედ, საქართველო მართლა იდგა ეკონომიკური კატასტროფის წინაშე და ამაში არავინ შემედავება, კალაპოტში იყო მოსაქცევი უამრავი მარცხნივ ახვეული დინება...

 

და აღმოჩნდა ერთი პატრიოტი მილიარდერი - რომელმაც საქართველოს მილიარდიანი ბიუჯეტი 8 მილიარდამდე აიყვანა, რომ არა ივანიშვილის მილიარდები - ვერ იტრაბახებდა სააკაშვილი ვერცერთი რეფორმით, ვერ შედგებოდა მილიარდიანი ინფრასტრუქტურული რეფორმები, გამართული ძალოვანი სისტემა!

 

2008 წლის ომი და უბედურება კი უკვე სხვის ხარჯზე გაბლატავებულმა „ნაცხროვამ“ თავისი ძალაუფლების გასამყარებლად გამოყენება გადაწყვიტა და აი აქ აიშვა ბოლომდე! თუ მანამდე რაღაცის ეშინოდათ ამერიკელების მხარდაჭერამ და გაუბედირებული ხალხის დასახმარებლად გამოყოფილმა მილიარდებმა სრულად გაარეკინა!

 

მას მერე ბევრი უბედურება ვნახეთ!

 

ივანიშვილის ფაქტორი საქართველოს ისტორიაში იმდენად დიდია რომ ვერ ან არ აცნობიერებთ! დიახ, სწორედ ამ ადამიანის პირადი კაპიტალის მეშვეობით გაიზარდა საქართველოს ბიუჯეტი!

 

დიახ, სწორედ ამ ადამიანის მეშვეობით გადარჩა საქართველოს კულტურის ბევრი თვალსაჩინო ადამიანი!

 

დიახ, ამ ადამიანის წყალობით აღდგა ათასობით კულტურის ძეგლი!

 

დიახ, ამ ადამიანის გადარჩენილია ათასობით სიცოცხლე!

 

დიახ, ეს ადამიანი ქართველი მილიარდერი და ქველმოქმედია - ბიძინა ივანიშვილი!

 

ახლა კი ყური მიგდეთ ნამუსგარეცხილო მუქთახორებო და პელენწუკა მარგინალებო - ქართული საუკეთესოა, საქართველო ძლიერდება და ვეღარ მოექცევა იგი უკვე უკუდინებაში!

 

თან მიმოიხედეთ ვინ დაგრჩათ გარშემო და რამდენი ხართ, ქრებით და შემოგადნათ ერთმანეთი ხელში. ამერიკა რომ გადაარჩინოთ არა? ოლიგარქი ტრამპი მართავს თურმე , თქვენი მასშტაბია!

 

არადა აგრძელებს საქართველო ივანიშვილის მილიარდებით განვითარებას, ასობით ადამიანი დღემდე იღებს დაუმადლებელ დახმარებას მისგან, ფინანსდება პროექტები მისი ფულით, ისევ იხარჯება მისი ფული კულტურული ძეგლების აღდგენაზე, მისი ფულით ფინანსდება არაერთი ბავშვის თუ დიდის მკურნალობა...

 

ისე ივანიშვილის მზარდი კაპიტალი მისი ბიზნესიდან მსოფლიო მასშტაბით 7 მილიარდ დოლარს აღემატება!

 

საქართველოს ბიუჯეტი 8 მილიარდი ლარია და შეჭამა ხო საქართველო?!

 

ეს ის სიმართლეა, რაც უნდა დამალოთ და ამახინჯოთ მაიც ვერ დაიმალება და ამიტომაც ვერ დაამარცხებთ ამ ადამიანს!

 

ნუკა არველაძე

 

 

 

big_banner
არქივი