logo_geo
მერაბ ხაჩიძე: უკიდეგანო პროვინციალიზმი! - აი რა არის ჩვენი, ყველა უბედურების სათავე!
- +

7 აგვისტო. 2018. 15:47

 

უკიდეგანო პროვინციალიზმი! - აი რა არის ჩვენი, ყველა უბედურების სათავე!

რეკლამა: - „ბახმარო - ქართული შვეიცარია“!

 

ნუუ, კაია ბახმარო, მარა შვეიცარიის ალპებს მაინც ვერ ქაჩავს! სხვა თუ არაფერი, მაინც „ქართულია“ და...

 

მომისმინეთ ძვირფასებო!

 

ჯერ ერთი, ბახმარო და გრენობლი არც ქართულია და არც ფრანგული! ალპებიც, შვეიცარიის ითქმის და არა შვეიცარული!

 

მეორე! - ვერ მოვიშალეთ ასეთი, ქვემოდან ზემოთ ყურება: - ჩვენც კი გვაქვს აგერ, თქვენსას რომ გავს, ისეთი ბახმაროო!

 

რას გეტყვით იცით?

„ჩვენც“ კი არა და „გავს“ კი არა, მო----- მთელი შვეიცარია, ისეთი სიმდიდრეა ბახმარო!

 

ქართული, შვეიცარული, ფრანგული და იტალიური შეიძლება იყოს, ყველი, ღვინო და ჩახოხბილი!

 

ბახმარო საქართველოს კურორტია და არა ქართული კურორტი!

 

„ქართული“, სხვა რამესთან ერთად, ჩვენს ერთ ძალიან დიდ სატკივარს ქვია! - პ რ ო ვ ი ნ ც ი ა ლ ი ზ მ ს !

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი