logo_geo
გელა ზედელაშვილი: ეფრეიტორ მიხას ბოზბანდა ამუშავდა!
- +

12 აგვისტო. 2018. 21:51

 

დიახ, მიხას ბოზბანდა ამუშავდა. პრინციპში, არც არასდროს გაჩერებულა, 2003 წლიდან მოყოლებული, სააკაშვილის ე.წ. იდეოლოგია დაფუძნებულია შეურაცხყოფაზე, დამცირებაზე, ცილისწამებაზე, სიცრუესა და ჭორზე. თითქოს 2012-ში ამყველაფერს წერტილი უნდა დასმოდა, მაგრამ იმდენად დიდია ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი, უკვე ყველაფერზე მიდიან. დღეს "მიხუისტების" კამპანია აგებულია ცილისწამებაზე, იქით უნდა დააბრალო სხვას ის, რასაც თავად წარმოადგენ. მაგალითად, არასოდეს ყოფილა დაფარული, რომ თვით მიხეილ სააკაშვილი მსახურობდა კაგებეს ჯარში, მაგრამ ეს არ ითვლება, ეს სალაპარაკო არ არის... აი, ნამდვილი აგენტი მაინც გია ვოლსკი გახლავთ. დიახ, სააკაშვილი კაგებეში მსახურობდა, მაგრამ ვოლსკი არის აგენტი გენერალ-ლეიტენანტის ჩინით, რა ვერ გაიგეთ? მაგალითად, მიხას ბიძა - თემურ ალასანია იყო კაგებეს გენერალი, მაგრამ მაინც ვოლსკი გახლავთ აგენტი, ეგრეა საჭირო და ამიტომ. ვააა... გენერალი კაცი იყო აგენტი! რაღა შორს წავიდეთ? აგერაა გრიგოლ ვაშაძე - ლამის მთელი ცხოვრება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საეჭვო განყოფილებაში გაატარა, მაგრამ მაინც სალომე ზურაბიშვილია რუსეთის აგენტი. დიახაც, ამ შემთხვევაშიც ეგრეა საჭირო!

 

კი, ბატონო, იყოს ასე, მაგრამ გია ვოლსკის ე.წ. დოკუმენტი რომ მოაქვთ და აშკარად ეტყობა სიყალბე, ეს როგორღა გავიგოთ? აბა, დააკვირდით, დოკუმენტი დათარიღებულია 1980 წლით, ანუ გაცემულია 38 წლის წინ. ფოტოზე კი ვხედავთ დღევანდელ ვოლსკის. ლამის ნახევარი საუკუნის წინ 23 წლის ვოლსკი ასეთი ვერ იქნებოდა. მეორე - 23 წლის ბიჭს გენერალ-ლეიტენანტის წოდებას არავინ მისცემდა.

 

მიუხედავად  იმისა, რომ თვით ეს ე.წ. დოკუმენტი ლაპარაკობს, ყალბი გახლავართ, არ დაიჯეროთო, სოციალურ ქსელებში მაინც მიდის სერიოზული მსჯელობა, კიკინების გაშლა და გია ვოლსკის უშვერი სიტყვებით ლანძღვა. არა, გასაგებია, რომ "ნაცებს" და მათთან გათანაბრებულ პირებს მეტი არც მოეკითხებათ, მაგრამ თვითონვე რომ ვარდებიან სასაცილო მდგომარეობაში, ამას ვეღარ გრძნობენ.

 

სხვათა შორის, ბოზბანდელები კაგებეს მეორე გენერლის შესახებაც გვატყობინებენ - ეს გახლავთ ვახტანგ მაისაია, რომელიც მართლა "კაგებეშნიკმა" სააკაშვილმა ჯაშუშობის ბრალდებით ციხეში გამოამწყვდია.

 

ვახტანგ მაისაია: "მარტო მე არა ვიყავი სუკის გენერალ-პოლკოვინიკი... ეს იდიოტი მიშისტები სერიოზულად იხილავენ ამ საკითხს. ამ მიშისტებს უკვე აეხადათ თავი, მე ვიყავი სუკის გენერალ-პოლკოვნიკი და გიორგი ვოლსკი - გენერალ ლეიტენანტი... ვაი, ამათ პატრონს! თან არ დაგავიწყდეთ, რომ მე სასამართლომ განაჩენიც გამომიტანა, რასაც იურიდიული ნივთმტკიცების ძალა აქვს".

 

სააკაშვილი და მისი ბრიყვი ხელქვეითები გონებრივად რომ წაუსუსტებდნენ, იქიდანაც კარგად ჩანს, რომ მათი მტკიცებით, ვახტანგ მაისაია 19 წლის ასაკში უკვე იყო კაგებეს გენერალ-პოლკოვნიკი, რომელიც მოგვიანებით გადაიბირა ნატომ. ამათ საქმეების "კერვა" კი შეეძლოთ ყველა თემაზე, მაგრამ ხშირად ვადებსა და ლოგიკაში ვერ ჯდებოდნენ. შეიძლება ნორმალურმა ადამიანმა იფიქროს, "ნაცების" მოგონილ ისტორიებზე მხოლოდ ხუმრობა და შაყირი თუ შეიძლებაო, მაგრამ როცა ბრიყვული ბრალდებით ადამიანს ციხეში ამწყვდევ და აწამებ, ეს უკვე უდიდესი დანაშაულია, რომელზეც, სამწუხაროდ, პასუხი ჯერჯერობით არავინ აგო. ჯერ ერთი, თუ საბჭოთა კაგებეს გენერალ-პოლკოვნიკი ნატომ გადაიბირა და მის სასარგებლოდ მუშაობდა, მაშინ კი არ უნდა დაეპატიმრებინათ, ჯილდო ეკუთვნოდა. რა ვიცი, ყველა დროის მთავრობა ნატო-ნატოს გაიძახის და რაღა მაისაია აღმოჩნდა დასაპატიმრებელი?! დაუჯერებელია, ხომ? ა, ბატონებო და ქალბატონებო, სასამართლო განაჩენის ინგლისური ვერსია, რომელიც დღემდე არ არის გაუქმებული - ამ განაჩენის თანახმად, ამ წუთას ვახტანგ მაისაია გახლავთ კაგებეს გენერალ-პოლკოვნიკი, რომელიც მუშაობდა ნატოს სასარგებლოდ. თუ ბატონ ვახტანგს რომელიმე უწყებაში ან სამსახურში მოსთხოვენ ბიოგრაფიის (სივის) წარდგენას, ის ვალდებულია, მიუთითოს ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ მინიჭებული რეგალიები. არ აქვს მნიშვნელობა, საბჭოთა კაგებემ მას მიანიჭა თუ არა გენერლის წოდება.

 

რაც სააკაშვილის ხროვამ 9 წლის განმავლობაში ჩვენს თავს დაატრიალა, აქედან თითქმის ყველა მოვლენა გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი და სხვათა შორის, საპატიო გვერდი უნდა დაეთმოს მიხას მომხრეთა აზროვნებას, კასრში ჩაყრილ ვირთხებს რომ დაამსგავსა ბელადმა!

 

გელა ზედელაშვილი

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი