logo_geo
მაია კახიძე: ჩემი სოფლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია...
- +

ავტორი მაია კახიძე

12 აგვისტო. 2018. 22:48

 

 

აი, ჩემი სოფლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

ოღონდ, რესტავრაციაზე ტყეში დამალულებივით დუმან. არადა, დღევანდლამდე შემორჩენილი მეტად საინტერესო ისტორია,

არქიტექტურა და კულტურული მემკვიდრეობა მართლაც დიდი

საგანძურია კახეთისთვის. რა ვუშველო?!

 

ეს ჩემი ისტორიაა, მტკივა და მიყვარს

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

ჩალაუბანი გომბორის ქედის სამხრეთ - დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 740 მ - ზე მდებარეობს. ის ქალაქ გურჯაანიდან 15 კმ-ით არის დაშორებული. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით სოფელში 1158 მოსახლეა.

ისტორიულ წყაროებში სოფელი 1455 წელს მეფე გიორგის წყალობის სიგელში მოხსენებულია როგორც „ჩალამოტი“ (ჩალაუბანი), ხოლო მე - 18 საუკუნის დიდი ქართველ მეცნიერისა და გეოგრაფის, ვახუშტი ბატონიშვილის, გეოგრაფიულ ჩანაწერებში კი – როგროც „ჩალის უბანი“ როგორც ისტორიული წყაროები გადმოგვცემენ, 1812 წლის კახეთის აჯანყებაში ამ სოფლის გლეხობაც აქტიურად ყოფილა ჩართული და ერთ - ერთი ბრძოლა 1812 წლის 29 ოქტომბერს სწორედ ჩალაუბაში მომხდარა.

სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის გორა - ნამოსახლარები (მოჭრილი გორა, რცხილის სერი, ტინის სერი, გარეტყის გორა, სანგლის სერი) და მათი სამაროვნები. ყველა გორა-ნამოსახლარი ძვ.წ. II ათასწლეულის დასასრულსა და I ათასწლეულის დასაწყისს განეკუთნება.

ჩალაუბნის არქიტექტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია: წმინდა გიორგის ორნავიანი ეკლესია (გვ. შუა საუკ.), რომლიც სოფლიდან 3 - 4 კმ-ის დაშორებით ტყეში დგას. აქვეა პატარა დარბაზული ეკლესია (გვიანი შუა საუკუნეების), ღვთისმშობლის სახელობის (განვით. შუა საუკ.), მთავარანგელოზთა (გვ. შუა ს.), ლომისის (შუა საუკუნეები) და წმინდა გიორგის დარბაზული (XX ს-ის 80-წლების ბოლო) ეკლესიები. ასევე მნიშვნელოვანია სამსართულიანი ციხე-კოშკი, რომელიც XVIIს განეკუთვნება.

 

შეგვეწიოს წმინდა გიორგის მადლი. სიყვარულით - მაიკო კახიძე

 

 

big_banner
არქივი