logo_geo
მაია კახიძე: თბილისური ამბები...
- +

ავტორი მაია კახიძე

21 აგვისტო. 2018. 21:16

 

თბილისური ამბები

~~~~~~~~~~~~~~~~~

ჩემი მეგობარი, ნინო ლორთქიფანიძე ექიმია და პლეხანოვზე ცხოვრობს (მე ასე ვეძახი დღემდე). მისი ფანჯრები და აივანი პირდაპირ ცენტრალურ ქუჩას გადაჰყურებს. ჰოდა, აი, ნინოს დღეს ნაამბობი თბილისური ამბავი:

***

„შვიდი წელია ერთი ბეღურა მყავს შემოჩვეული. 12 საათზე და 17 საათზე საჭმლისთვის მაკითხავს. ბრინჯს ვაჭმევ, ძალიან უყვარს და საკმაოდ ბლომადაც მიირთმევს, სახლში დაბძანდება ყვავილებზე, კაბინეტში რომ ვერ მიპოვის, საძინებლის ფანჯარაზე ჭყიპინებს ან სულაც შემოდის ოთახში. ბევრი ჩემი პაციენტია ამისი მოწმე.

მოკლედ, ჩემი დაბადების დღეა და დილით ადრე ატეხა ჟივილ - ხივილი და ძალიან გამიკვირდა. მივედი კართან და აივნის სახელურზე იჯდა, დამინახა თუ არა, გაფრინდა. ეს არ ჩვევია და გამიკვირდა. შემოვბრუნდი და რატომღაც თვალი იატაკისკენ გამექცა. ჩემდა გასაოცრად, იატაკზე ბუმბული ეგდო. ბეღურას ბუმბული ასე არ ცვივა და თან არც დამინახავს შემოსული თუ იყო. გაოგნებული დავრჩი. ახლაც გაოგნებული ვარ. ბუმბული, რა თქმა უნდა, ავიღე და ხატებთან დავდე. არა მგონია ბეღურასი იყოს, საოცრად ლამაზია საჩუქარი მომიტანა, კი ბატონო, მაგრამ კითხვა გამიჩნდა,- ვისი სულია ამ ბეღურაში თავს რომ დამტრიალებს უკვე 7 წელია?!

 

პ.ს. პლეხანოვს ერთად ვაკვირდებით ხოლმე მე და ბეღურა...“

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი